Friday, August 14, 2015

საათს რომ დავხედე 2: 26 AM. მძიმე შეთხვევაა
ისევ ის საშინელი სიზმარი მახსენებს თავს. დღესაც დამესიზმრა და ამიტომაც ვზივარ ახლა კლავიატურასთან და ვაკაკუნებ . რატომ გადავწყვიტე ამ სიზმარზე რაიმეს დაწერა. ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც როგორც პიროვნება განვვითარდები მოცემული პოსტი დამეხმარება უკეთ შევაფასო საკუთარი განვლილი პიროვნება. 
ეს სიზმარი ხშირად მავიწყდება მაგრამ ამ წამს მახსოვს და ვგრძნობ რომ წინაზეც ნანახი მაქვს ბევრჯერ. 
მოკლედ  ვარ ქარაფზე.გადავდივარ ძალიან ვიწრო ბილიკზე. განვლილი გზა იყო ძალიან  მარტივი და ვხედავ რომ ამ პატარა მაგრამ საშინლად სახიფათო მონაკვეთს თუ გავივლი მერე ისევ მშვიდი მონაკვეთი იწყება. საოცრებაა მაგრამ ამ ქარაფზე მოსაჭიდი არის რაღაც ხის მასალები. აი მამამ რომ ფანჯრის რაფა გააკეთა ის ხე. და მასზე დალაგებულია წიგნები. არ მახსოვს ვისთან ერთად გადავდივარ, ვიღაც ახალგაზრდა გოგოა კიდევ  მამაკაცი და კიდევ ვიღაც, წარმოდგენა არ მაქვს ქალია თუ კაცი, რა ასაკისაა მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ ახალგაზრდა მამაკაცია, ვეჭიდები ამ წიგნებს როგორც აი კლდეში გამოშვერილ ქვებს, ფეხქვეშ ბილიკი არც ისე ვიწროა რომ თავბრუ დამეხვეს მაგრამ მაინც მეხვევა რომ წარმოვიდგენ რა სიმაღლზე ვარ. მერე ვგრძნობ ვიქცევი და უნდა გადავიჩეხო. ვეჭიდები და ვგრძნობ ვეცემი და ვეშვები და წიგნები და ეს ხის რაფაც და მასალებიც მომყვება. ახალგაზრდა გოგონა(ამწამს შეგრძნება მაქვს რომ ჩემი და იყო სიზმარში მაგრამ თითქოს სხვა იყო არ ვიცი) მეხმარებიან რომ არ გადავიხეჩო. ჯერ გოგონა ცდილობს მაგრამ არ შეუძლია და წამის მეათასედებში ეხმარება ეს შუა ხნის მამაკაცი.თითქოს შემაკავებენ მაგრამ მაინც მათაც ვიყოლებ ხრამში, მერე ისევ წამოვდგებისაც და ისევ ვკარგავ წონასწორობას, ისევ და ისევ და ესე სანამ შიშით არ მეღვიძება.
არსებობენ ეგეთი ადამიანები სიზმრის ფსიქოლოგები, არ ვიცი რას მეტყვიან ისინი ამ სიზმარზე. არის რამდენიმე სიზმარი რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს და მაშინებს , ეს სიზმარი  ბოლო დროს დამჩემდა.
გამოფხიზლების დროს ძაან შემეშინდა. თან სახლში არავინაა რომ ჩავეხუტო. დადა მაინც იყო მივიდოდი ჩავეხუტებოდი და დავშმვიდდებოდი, არა რა ძაღლი უნდა ვიყიდო და მყავდეს,აუ ახლაც ძაან მეძინება იმედია ისევ შიშით არ გამომეღვიძება, ხვალ შევეცდები ამ სიზმრის ფსიქო ანალიზს..............
დასასრული,




Saturday, August 8, 2015

დედა დღეს იუბილარია

    დღეს არ დავწერ განათლების სისტემაზე, გლობალიზაციაზე, შიშებზე და ასე შემდეგ.
ზოგადად არ მიყვარს პირადი ემოციების და სენტიმენტალურობის გამოხატვები მაგრამ ზოგჯერ როცა სავსე ხარ ემოციურად ვფიქრობ გამონაკლისი უნდა დაუშვა.
საღამოს მე და დედამ ვისეირნეთ ბევრი. ვიყავით შარდენზე . უამრავი ჩახუტებული წყვილი და მე და დედა ერთად. ჩვენც ჩახუტებულები. :) :)

ბავშვობის მოგონებიდან.
დედა ქართულის მასწავლებელია.მოსწავლეებს ამზადებდა. მაშინ ვიყავი 5 წლის.ან შეიძლება 6ის. თემა იყო "თინას დავლური " სადაც ბებია შვილიშვილების გამოსაკვებად ცეკვას დაიწყებს თავადის ზეიმზე და დაიღუპება. მახსოვს ისტერიკა დამემართა . ჯერ აგრესია გამოვხატე და გავაპროტესტე . შემდეგ შევვარდი მაგიდის ქვეშ   და ვტირივარ და ვკივი.შემდეგ მოსწავლეები წავიდნენ და   კარგა ხნის მერე ძალის გამოყენებით გამომიყვანეს მაგიდის ქვეშიდან.
   მეორე ისტერიკა. ლადო ასათიანის ლექსზე დამემართა . ისევ დედას მოსწავლეებთან დამეწყო პანიკა.ლექსს თუ არ ვცდები ერქვა "დედა". ლადოს დედა გადასახლებაში დაეღუპა  და ლექსი იყო მონატრებული შვილის მიერ  დაწერილი. ამჯერადაც აგრესიით გამოვხატე ემოცია.

დედა მერე ამბობდა რომ ვიცოდი კარგი შვილი გაიზრდებოდიო. კარგი შვილი არ გავიზარდე. დედა შეცდა. :)

ერთხელ უცნაური სიზმარი მქონდა. უფრო სწორად სევდიანი.
სახლში ჩავედი. ეზოში ვიყავით სახლის გვერდზე .საათზე დავიხედე და გავიაზრე რომ  20 წუთი მქონდა მხოლოდ და შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში. დავიწყე წუწუნი რომ 20 წუთისთვის ვიმგზავრე 5 საათი და რა აზრი ქონდა ჩემს მასთან სტუმრობას. დედა მეუბნება "შენ არ იცი ეს 20 წუთი რამდენს ნიშნავს ჩემთვისო".შევხედე და შევამჩნიე რომ ცრემლიანი და ნაღვლიანი თვალებით მიცქერდა. სიზმარში ვიგრძენი რომმ ცუდად გავხდი და ცუდად ყოფნისგან გამომეღვიძა. ცხადშიც ცუდად ვიყავი.

    დედა დღეს იუბილარია და ვეკითხები დედა რა გაჩუქო . მისი პასუხია ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე იმ ბოშის ქალისგან შენი თავი რომ მაჩუქა ახალი წლის ღამესო. 
ყოველთვის ვახერხებ დედის გამხიარულებას. მას რომ ვუყურებ ჩემ თავს ვხედავ. უხარია როცა მე მიხარია და სევდიანია როცა მე მოწყენილი ვარ.

   დედა მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყო. ეგოისტურად მინდა რომ ჩემი ბოლო ამოსუნთქვა ნახო შენ და არა პირიქით. მინდა რომ სულ ჯამრთელად იყო. მინდა სულ ისეთი ბედნიერი თვალები გქონდეს როგორიც მაშინ გაქვს მე რომ ვიცინი და მიყურებ.და მე მინდა რომ სულ ვიცინო როცა მიყურებ იმიტომ რომ მიხარია როცა ასეთ ბედნიერს გხედავ. დედა ძალიან მიყვარხარ.