ისევ ის საშინელი სიზმარი მახსენებს თავს. დღესაც დამესიზმრა და ამიტომაც ვზივარ ახლა კლავიატურასთან და ვაკაკუნებ . რატომ გადავწყვიტე ამ სიზმარზე რაიმეს დაწერა. ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც როგორც პიროვნება განვვითარდები მოცემული პოსტი დამეხმარება უკეთ შევაფასო საკუთარი განვლილი პიროვნება.
ეს სიზმარი ხშირად მავიწყდება მაგრამ ამ წამს მახსოვს და ვგრძნობ რომ წინაზეც ნანახი მაქვს ბევრჯერ.
მოკლედ ვარ ქარაფზე.გადავდივარ ძალიან ვიწრო ბილიკზე. განვლილი გზა იყო ძალიან მარტივი და ვხედავ რომ ამ პატარა მაგრამ საშინლად სახიფათო მონაკვეთს თუ გავივლი მერე ისევ მშვიდი მონაკვეთი იწყება. საოცრებაა მაგრამ ამ ქარაფზე მოსაჭიდი არის რაღაც ხის მასალები. აი მამამ რომ ფანჯრის რაფა გააკეთა ის ხე. და მასზე დალაგებულია წიგნები. არ მახსოვს ვისთან ერთად გადავდივარ, ვიღაც ახალგაზრდა გოგოა კიდევ მამაკაცი და კიდევ ვიღაც, წარმოდგენა არ მაქვს ქალია თუ კაცი, რა ასაკისაა მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ ახალგაზრდა მამაკაცია, ვეჭიდები ამ წიგნებს როგორც აი კლდეში გამოშვერილ ქვებს, ფეხქვეშ ბილიკი არც ისე ვიწროა რომ თავბრუ დამეხვეს მაგრამ მაინც მეხვევა რომ წარმოვიდგენ რა სიმაღლზე ვარ. მერე ვგრძნობ ვიქცევი და უნდა გადავიჩეხო. ვეჭიდები და ვგრძნობ ვეცემი და ვეშვები და წიგნები და ეს ხის რაფაც და მასალებიც მომყვება. ახალგაზრდა გოგონა(ამწამს შეგრძნება მაქვს რომ ჩემი და იყო სიზმარში მაგრამ თითქოს სხვა იყო არ ვიცი) მეხმარებიან რომ არ გადავიხეჩო. ჯერ გოგონა ცდილობს მაგრამ არ შეუძლია და წამის მეათასედებში ეხმარება ეს შუა ხნის მამაკაცი.თითქოს შემაკავებენ მაგრამ მაინც მათაც ვიყოლებ ხრამში, მერე ისევ წამოვდგებისაც და ისევ ვკარგავ წონასწორობას, ისევ და ისევ და ესე სანამ შიშით არ მეღვიძება.
არსებობენ ეგეთი ადამიანები სიზმრის ფსიქოლოგები, არ ვიცი რას მეტყვიან ისინი ამ სიზმარზე. არის რამდენიმე სიზმარი რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს და მაშინებს , ეს სიზმარი ბოლო დროს დამჩემდა.
გამოფხიზლების დროს ძაან შემეშინდა. თან სახლში არავინაა რომ ჩავეხუტო. დადა მაინც იყო მივიდოდი ჩავეხუტებოდი და დავშმვიდდებოდი, არა რა ძაღლი უნდა ვიყიდო და მყავდეს,აუ ახლაც ძაან მეძინება იმედია ისევ შიშით არ გამომეღვიძება, ხვალ შევეცდები ამ სიზმრის ფსიქო ანალიზს..............
დასასრული,
No comments:
Post a Comment