ერთი უცნაური თვისება მაქვს. გარკვეულ ადამიანს ამოვიჩემებ და მისით აღფრთოვანება მახასიათებს. აღტაცებით ვსაუბრობ მასზე მგონია რომ უნაკლოა. შემდეგ ვხვდები რომ ჩვეულებრივი მოკვდავია და მასთან ურთიერთობა აღარ მინდა. უნის მეგობარიც არ მყავს. გამომდინარე ჩემი ხასიათიდან. ჰობებიც მალე მბეზრდება. ხან იოგა მიტაცებდა . ხან ცურვა . ხან ტრენაჟორები. ერთი პერიოდი ქარგვა. შემდეგ კინოების ყურება.
ალბერტო მორავიას წიგნი გამახსენდა სახელწოდებით "მოწყენილობა". მთავარ გმირს მობეზრებული აქვს ყველა და ყველაფერი.
-შენ სულ ეგრე იქნები .
- რატომ?
- ანა, იმიტომ რომ ბუნება გაქვს დაუდგომელი.ერთ რამეზე ვერ ჩერდები.
- ეს დამღაა?
- შენს შემთხვევაში ხო.
ამას წინათ მარიკამ მირჩია.
"ანა, გაიხსენე უნის მეგობარი ნათია, მერე ხატია მერე ნინო .... კიდე გავაგრძელო??... და არამარტო მეგობრებზე.ბიჭებზეც რომ ეგეთი დამოკიდებულება გქონდა ხან ერთით აღფრთოვანდებოდი ხან მეორეთი. უახლოვდებოდი. მერე გბეზრდებოდა და ნერვოზდებოდი.მერე ჩაიკეტე და არავინ გინდოდა. შენ თუ ამ თვისებას არ გადაეჩვევი , შენთან ურთიერთიბა ყველას დააფრთხობს. არავის უნდა სათამაშოდ აქციო და მერე მიაგდო. "
ალბათ ამიტომ გავურბოდი იმ ბიჭებს რომლებსაც მოვწონდი. აღარ ვიძენდი ახლო მეგობრებს.
ბოლო პერიოდში საკუთარ თავზე ვიწვიე რას ნიშნავს როცა ურთიერთობას შენ ვერ აკონტროლებ და არ გაძლევენ სადავეებს ხელში. ეს მომენტი უცხო იყო ჩემთვის და დავისტრესე. დავიჯერე რომ არარაობა ვარ. დამემართა ბევრი კომპლექსი. საშინელი სტრესი მივიღე.
შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი რომ თუ ადამიანთან ურთიერთობა არ განვითარებს და არ გაძლიერებს ე.ი ეს ურთიერთობა უბრალოდ ილუზიაა.
ახლა ერთი ადამიანი მაქვს ამოჩემებული. გაგიჟებული ვარ და ყველას ვუყვები რომ ჩემზე ნიჭიერი, ძლიერი , თავდაჯერებული, საინტერესო, ნაკითხი პიროვნება აღმოვაჩინე. "იცით განსაკუთრებულად ლამაზი არ არის მაგრამ იმდენად საიტერესოა რომ ლამაზია ".
"მას იმდენი წიგნი აქვს წაკითხული, ყველაფერი იცის რაც მე ვიცი"
"ჩემზე მაგარი მათემატიკური ტვინი აქვს" . "მას განსხვავებული აზროვნება აქვს"
ზოგჯერ , როგორც ახლა ამ მომენტში პესიმისტური განწყობა მეუფლება და ვფიქრობ რომ საკუთარ თავს ზღაპარს ვუყვები რომ ვიპოვე ადამიანები რომელიც იმდენად ძლიერი პიროვნებაა რომ ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს
ჩემმა ერთმა მეგობარმა მირჩია.
" ანა, ნუ შექმნი ხატს ნურავისგან. თორემ თაყვანის ცემა მოგიწევს. რაც არ მოგეწონება დამიჯერე".
მჯერა.....