იარლიყების პრობლემა ისაა, რომ მათ სტერეოტიპებისკენ მივყავართ, სტერეოტიპებს განზოგადებისკენ, განზოგადებებს ვარაუდებისკენ, ვარაუდებს კი უკან სტერეოტიპებისკენ.
ელენი წერს
"ერთმა ქალმა არ მკითხა რამდენი კატა მყავდა.
როცა ვუთხარი სამი მყავს მეთქი, პირველი, რაც მომახალა ეს იყო: “ოჰ, შენ ნამდვილი ლესბოსელი ყოფილხარ.”
ჯერ დავფიქრდი. ხო, მართალია. ლესბოსელი ვარ. ეს უკვე დიდი ხნის ფარდაახდილი საიდუმლოა. მაგრამ მერე ისევ დავფიქრდი: დაიცა რა? ეს როდის გახდა სტერეოტიპი? მე მეგონა რომ კატების პატრონები ლესბოსელები კი არა, მარტოსულები იყვნენ. ხედავთ? აი, მორიგი სტერეოტიპი."
ელენ <3
ანა წერს.
ანა წერს.
ლესბოსელობაზე გამახსენდა მე- 9 თუ მე-10 კლასში ვიყავი როცა მასწავლებელმა შენიშვნა მომცა შენ ლესბოსელი ხარო. შენიშვნა რა ცილი დამწამა. მე რა ვქენი? ტირილი დავიწყე. რადგან ლესბოსელობა ქვეყნის დასასრული მეგონა. ისევ სტერეოტიპები. სულელი ბავშვი. თუ აწი არ შევიცვლები ჯერჯერობით ჰეტეროსექსუალი ვარ.
მერე ჰიპერაქტიური ვიყავი და რა არ გასვენებსო. დავმუნჯდი და ხმას არ ვიღებდი და რა უცნაური გოგოაო. ახლა სტანდარტული გავხდი და მგონი სამყაროსაც მშვიდად ძინავს . რაღა უჭირს :D
დღეს ნაცნობმა მომწერა და მეთქი ლაპარაკი დავიწყე და ტაქსის მძღოლებს და გამვლელ გამომვლელებს ველაპარაკები ვერ მაჩერებენთქო.არადა იარლიყი მქონდა რომ მუნჯი ვარ გაუკვირდა.
"მარა ვერ გავიგე როგორ იცვლებით ეგრე ... თუ ლაპარაკი არ გიყვართ როგორ იწყებთ მერე
რავი არასდროს მესმოდა ეგ ...
მარა კარგია ... ესეიგი ჰებითების შეცვლა შეგიძლიათ ..."
ადამიანები უცბათ არ იცვლებიან . უბრალოდ იზრდებიან , ზრდასთან ერთად ეცვლებათ წარმოდგენა საგნებზე მოვლენებზე გრძნობებზე პრიორიტეტებზე და აგნებენ საკუთარ გამომხატველობას.
No comments:
Post a Comment