Monday, July 20, 2015

შეხვედრა სიკვდილთან. ეპიზოდი 1

    დღეს სიკვდილი ვნახე. არა, კი არ ვიტყუები მართლა სიკვდილი იყო.თავიდან არ მჯეროდა.კარტოფილს ვთლიდი თავზე რომ დამადგა.
- გამარჯობა ანა.
    გავხედე.საკუთარი სუნთქვა შევისუნთქე არაა, არ ვარ მთვრალი. თვალები მოვიფშვნიტე. არა, ნამდვილად შავკაპიშონიანი, გაფითრებული მამაკაცი მიდგას წინ. ეს ცელიც რომ დაუკავებია. აშკარაა საგანგებოდაა მომზადებული.
- ჰელოუნისთვის ვემზადებით? _ შევეცადე იუმორი ჩამერთო
- არა.რა დროს ჰელოუინია. ეგ ჩემი ფორმაა.
- ფორმა არა იის. შენაც სიკვდილი არ მყავდე :D -  ხავსს ვებღაუჭები.
- დასანანია - რატომღაც დანაღვლიანდა
- რა?
- კარგი გოგო ხარ. თან იუმორიც გქონია.
- დასანანი რატომაა?
- იმიტომ რომ არ მინდა შენი მოკვლა. იქით მოგწყინდება.
- თქვენ მართლა სიკვდილი ხართ?- წამწამები ავახამხამე.
- თუ და ხარ თქვენობით ნუ მელაპარაკები. იმხელა გზა მაინც ერთად უნდა გავიაროთ და კომუნიკაციაში ხელს შეგვიშლის.
- მე მე მე....
- ბე ბე ბე - გამომაჯავრა.... 
  შერლოკი გამოდის მალე და სიკვდილისთვის ნამდვილად არ მცხელა. 2 წელია მინიონებს და შერლოკს ველოდები.თან ახლგაზრდა ვარ და ცხოვრება წინ მაქ.არაა, აშკარად ადრეა ჯერ
- უი როდის გამოდის? - დაინტერესდა სიკვდილი. ალბათ ხმამაღლა ვფიქრობდი
- მალე...
- მოუთმენლად ველოდები- აცქმუტდა 
- მისმინე არ წამიყვანო და გპირდები მოგიყვები. 
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა. მაგრამ მერე ისე მოიწყინა.
- არ არ შეიძლება. საყვედურს მეტყვიან.
- შენ ვინ რა უნდა გითხრას სიკვდილი ხარ!
- ხო მაგრამ... -შევატყვე შექება ესიამოვნა. მაგრამ ჭოჭმანობდა . ახლა თუ სასწრაფოდ ვერ გადავაფიქრებინე მერე მეყოლე კარგად. ჰაიდაა. ამომიდებს იღლიაში და უკუნეთში გამაქანებს.
- სიკვდილი ხარ და ვერაფერსაც გაგიბედავენ.ბოლობოლო სიკვდილი ხარ თუ ვინ ხარ!!!!
 - ხო რავიცი
-ცოტა თავი დაიფასე კაცი არა ხარ?!!!!- ტონს ავუწიე
- კარგი კარგი. ეგრე იყოს. ანუ ამხელა გზა ტყუილ უბრალოდ გამოვიარეე- აწუწუნდა ბავშვივით.
- არა უშავს,ჯერ ახალგაზრდა ხარ ახლა გაქვს ჯანი თორემ რომ დაბერდები მოვა სიკვდილი და მეყოლე კარგად- გავეხუმრე.
- ეეხ ნუ მახსენებ თუ და ხარ. რაც თავი მახსოვს სულ სიკვდილის შიში მაქვს. მოიბუზა,რაღაცნაირად დაპატარავდა და დაუცველი გახდა.
- კარგი ნუ გეშინია. რა მოგივიდა.  - საოცრად მომინდა დამემშვიდებინა. მივედი და მაგრად ჩაავეხუტე.
 ესიამოვნა. ნელნელა სუნთქვა დაუმშვიდდა , გულისცემა უფრო ნელი გაუხდა, გათბა და წარმოიდგინეთ ლოყებიც კი აუწითლდა. მადლიანი თვალებით ამომხედა. აშკარად დიდი თვალები აქვს.შიშის არ იყოს :))))))))))
- აი ეგრე. ახლა კი წადი. ნუ მაცდენ ისედაც ცოტა დრო მაქვს- შევეცადე კატეგორიული ვყოფილიყავი რომ გადაწყვეტილება არ შეეცვალა.
- ხო რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა- უხერხულად შეიშმუშნა და ცალყბად გაიღიმა. - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მობრუნდა .
- მადლობა ანა
- რისი მადლობა. ეგ არაფერი :) წადი ახლა, მოუსვი.- ხმაში სიმკაცრე გამოვურიე.
- კარგი კარგი.... -შებრუნდა და ფეხს აუჩქარა. ერთი ორჯერ გრძელ კაპიშონიან მოსასხამს ფეხი დაადგა და წაიბორძიკა. კინაღამ ტვინი დაასხა. გამეცინა არც ისე საშიში ყოფილათქო გავიფიქრე და გავაგრძელე კარტოფილის თლა.
 დასასრული



Friday, July 17, 2015

ზოგადი განათლება

 თემა რომელიც მაწუხებს.
     დღეს, დროის მოცემულ მომენტში მაწუხებს კითხვა რა ჯანდაბად მინდოდა ამდენი სწავლა და ამდენი განათლება. დოსტოევსკი , ჰიუგო თუ ჰემინგუეი გარკვეულ ასაკში ჩემი უახლოესი მეგობრები მეგონა. სამყაროს ვუყურებდი დიდი სათვალით და სხვებზე აღმატებული მეგონა საკუთარი თავი.
   მეგონა რომ მეტი ვიყავი სხვებზე რადგან "კაცი რომელიც იცინის"  წაკითხული მქონდა 12 წლის ასაკში(ნეტავ ვიცოდე რა გავიაზრე მაშინ. მეცინება), ბალზაკი, ბულგაკოვი , ტოლსტოი, შექსპირის პიესები ადრეულ ასაკში წავიკითხე.რადგან როგორც მინიმუმ 3 წლით ვუსწრებდი ჩემს თანატოლებს თუნდაც იმიტომ რომ დედა რეპეტიტორი მყავდა და   ქართული პროზა რომელიც  უნდა წამეკითხა აბიტურიენტობის დროს ბევრად ადრე მქონდა წაკითხული. ზოგჯერ ვფიქრობ რა გავიაზრე როცა დიდი გატაცებით ვკითხულობდი "გოეთეს საუბრები ეკერმანთან". ახლა ვფიქრობ რომც არც არაფერი.
    შოკი მივიღე როცა გავიგე რომ "მოხუცი და ზღვის ავტორი გარდაიცვალა თვითმკვლელობით.დეგენერატი ნუუუ..  ჰემინგუეი მე შენგან ამას არ ველოდი :D :D
რაში გამოვიყენებ დისპერსიას ან დიფ განტოლებებს რომელიც ასე უმოწყალოდ მასწავლეს სტუდენტობის დროს.
ზოგჯერ მსგავსი პესიმისტური განწყობის შემდეგ ვიწყებ საკუთარი განვლილი ცხოვრების და შესაბამისად ზოგადი განათლების გამართლებას.
ცოტა სერიოზულად.
 სამწუხარო ფაქტი.დღეს შეინიშნება თანამედროვე ახალგაზრდების შემდეგი მიდგომა. რაში გამოვიყენებ ზოგად განათლებას.
   ვაღიაროთ, მეცნიერებაში შეინიშნება ვიწრო სპეციალობებად დიფერენცირების გამოკვეთილი ტენდენცია.აუცილებელიც კია მოიძებნოს გზები ვიწრო სპეციალიზაციის თანამდევი პრობლემების დასაძლევად.
       ჩვენი 21-ე საუკუნე მოწმეა მიღწევების რომელიც სწორედ დისწიპლინათა შორის ბარიერების რღევევის შედეგადაა მიღწეული.მრავალი მიღწევა  თანამედროვე მედიცინაში მიღებულია ამ დარგებში მათემატიკისა და ფიზიკის ინტეგრაციის შედეგად.თუნდაც პირად მაგალითზე ,მახსოვს როგორ ამაყობდა  ჩემი ლოგიკის ლექტორი რომ დაეხმარა თავის გამომძიებელ ძმას ჩაეტარებინა საკმაოდ რთული გამოძიება და გაეხნა "საქმე".
     ასევე, ზოგადი განათლება , ინფორმაციის ქონა, მასებთან ურთიერთობას ქმნის უფრო მარტივს. აუცილებელია იმ ელემანტარული ცოდნის მოპოვება რომელიც საერთო იქნება საზოგადოებისთვის. რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს მარტივად მოახერხოს მასასთან კომუნიკაცია.რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და იყოს უფრო მეტად რეალიზებული პიროვნება.
    მოდით წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი - ერთი ვიწრო ჭას თხრის მეორე- ფართო ორმოს. ცხადია თუკი ორივე პიროვნებას მივცემთ ერთსა და იმავე დროს ფართო ორმო ვერ იქნება ისეთი ღრმა როგორიც ჭა მაგრამ ჭიდან მოგეხსენებათ , სამყაროს მხოლოდ მცირე  ნაგლეჯი ჩანს და რაგინდ კარგი ასტრონომები არ უნდა ისხდენენ ღრმად გათხრილ ჭებში,მსგავს პირობებში ერთნანეთთან კომუნიკაციის გარეშე რთულია ცის ერთიანი სურათის წარმოდგენა.
ეგაა და ეგ.
     დროის მოცემულ მონაკვეთში მომინდა პოსტის დაწერა.მართალია სრულად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი შეხედულება, ცოტათი არეულ დარეულია ისევე როგორც ჩემი ფიქრები თუმცა ეს არის თემა, რომელიც მაწუხებს და  რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდები.
დასასრული.
 
 

უსათაურო


     არსებობდა ერთი რომელსაც სახელი არ ქონდა. რთულია ილაპარაკო რამეზე, რომელსაც სახელი არ აქვს. მას ნაცვალსახელიც არ ქონდა. იმიტომ რომ სახელი არ ქონდა.
 ნაცვალსახელი ხომ სახელის მაგივრად გამოიყენება. სახელი არ ქონდა. გამოდის ნაცვალსახელიც არ ქონდა. სახელი არ ქონდა არც ნაცვალსახელი არ ქონდა ,გამოდის ვერ აბრუნებდი.  ზმნაც არ ქონდა. იმიტომ რომ კითხვას ვერ დაუსვამდი. აი მაგალითად. წავიდა. კითხვა ვინ წავიდა? მაგრამ ნაცვალსახელი არ აქვს და "ვინ" არ შეიძლება. ანუ გამოდის ზმნაც არ ქონდა.ზმნა არ ქონდა ანუ ქმედებაც არ ქონდა.ქმედება არ ქონდა ანუ არ არსებობდა. მოკლედ თავიდან... სახელი არ აქვს, ნაცვალსახელი არ აქვს, ქმედება არ აქვს, ანუ არ არსებობდა.
     მოკლედ არსებობდა რაღაც რომელიც არ არსებობდა.
დასასრული.

Wednesday, July 15, 2015

ჩემი ნაღვლიანი სახე ანუ უსარგებლო საზოგადოებრივი კანონები

    ჰაინრიხ ბიოლი სკოლის ასაკში გავიცანი. ასე მერვე კლასში ვიქნებოდი. მაგ დროს უკვე თვითონ კარგა ხნის გარდაცვლილი იყო.მაინც გავუგეთ ერთმანეთს. გავუგეთ რა, მე გავუგე. მერე კიდევ უფრო ახლოს გავიცანი შარშან თუ შარშანწინ, ან იმის წინ. მოკლედ აღარ მახსოვს როდის ან რა მნიშვნელობა აქვს. სიმართლე ისაა რომ, მისი ბოლო ნაწარმოები უფრო მომეწონა. ისე არც ვიცი როდის დაწერა. თან არც მაინტერესებს. მოკლედ თარიღებთან და ციფრებთან არ ვმეგობრობ ამ ბოლო დროს. ისა დააა...

   დიდი ნაწარმოები არაა მაგრამ მაინც ვჭრი ნაწარმოებს, ვაქუცმაცებ ისე რომ ამ პოსტშიც ჩაეტიოს, არ იყოს მოსაწყენი და დედააზრიც არ დაიკარგოს.

-რა­ტომ! – კი­დევ ერთხელ ვკითხე
- არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვალ­დე­ბუ­ლი ხართ, რომ ბედ­ნი­ე­რი იყ­ოთ.
შე­ვე­დით თით­ქ­მის ცა­რი­ელ ოთ­ახ­ში, სა­დაც იდ­გა მხო­ლოდ სა­წე­რი მა­გი­და ტე­ლე­ფო­ნით და ორი სა­ვარ­ძე­ლი. მე შუა ოთ­ახ­ში და­მა­ყუ­დეს; პო­ლი­ცი­ელ­მა ჩაფხუ­ტი მო­ი­ხა­და და დაჯ­და. ჯერ ხმას არ­ა­ვინ იღ­ებ­და, არ­ა­ფე­რი ხდე­ბო­და; ის­ი­ნი ყო­ველ­თ­ვის ასე იქ­ცე­ვი­ან; ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლია; ვგრძნობ­დი, თან­და­თან რო­გორ ჩა­მიც­ვივ­და ლო­ყე­ბი, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მში­ე­რი, იმ ნაღ­ვ­ლი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი კვა­ლიც კი გა­მიქ­რა, რად­გან ვი­ცო­დი, ჩე­მი საქ­მე წა­სუ­ლი იყო.
- მა­შინ­დე­ლი ბრალ­დე­ბა!
- ბედ­ნი­ე­რი სა­ხე.
ერთ­მა­ნეთს გა­და­ხე­დეს.
- აგ­ვიხ­სე­ნით, – მითხ­რა უფ­როს­მა.
- მა­შინ, – ვუთხა­რი, – ერთ პო­ლი­ცი­ელს თვალ­ში ეცა ჩე­მი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე, იმ დღეს, რო­ცა ნაბ­რ­ძა­ნე­ბი იყო სა­ყო­ველ­თაო გლო­ვა – შე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს.
- სას­ჯე­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა!
- ხუ­თი..
შემ­დეგ უფ­რო­სი დამ­კითხ­ვე­ლი ად­გა, ჩემ­ს­კენ წა­მო­ვი­და და სა­მი წი­ნა კბი­ლი ჩა­მიმ­ტ­ვ­რია: ეს იყო ნი­შა­ნი იმ­ი­სა, რომ რე­ცი­დი­ვის­ტის იარ­ლი­ყი უნ­და მო­ეკ­რათ, გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მა, რა­საც არ ვე­ლო­დი.
და მათ მო­მი­სა­ჯეს ათი წე­ლი ჩე­მი ნაღ­ვ­ლი­ა­ნი სა­ხის გა­მო. ახ­ლა კი უნ­და ვე­ცა­დო, სა­ერ­თოდ აღ­არ მქონ­დეს სა­ხე, თუ გა­ვუ­ძე­ლი ათი წე­ლი ამ სა­ყო­ველ­თაო ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და საპ­ნის ხა­ნას…

     მოკლედ ბიოლი შეეცადა გაზვიადებულად გადმოეცა საზოგადოების გავლენა ადამიანზე. საპატიმრო , 10 წელი , ჩამტვრეული კბილები მხოლოდ  ნაღვლიანი სახის გამო ცოტათი დაუჯერებელია, თუმცა მეორე მხრივ ემოცია და შებოჭილობა, რომელსაც სოციალური აზრი იწვევს ადამიანში  მეტად დამთრგუნველია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი სადამსჯელო ქმედებები.

      ადამიანი არის სოციალური არსება. ჩვენ ვცხოვრობთ ინდივიდუალურობის შენარჩუნების და  მეორე მხრივ სოციუმისადმი დამორჩილების მოთხოვნილებებით. ერთი მხრივ ჩავდივართ სიგიჟეებს და ვცდილობთ ვიყოთ განსხვავებულები, დავიკმაყოფილოთ საკუთარი ეგო, გავამართლოთ საკუთარი არსებობა,მეორე მხრივ გვსურს ვიყოთ მოქცეული გარკვეულ ჩარჩოებში რაც თითქმის კლავს  ანარქიის შიშს,რომელიც თავის მხროვ გამოწვეულია სიკვდილის შიშით. ეგ კი იმდენად დიდი თემაა და იმდენად ჩემია რომ ცალკე პოსტი უნდა დავწერო აუცილებლად.

  ვაგრძელებ. თუმცა ზოგჯერ საზოგადოებრივი  ნორმებს, რომლებიც მართავენ ადამიანების ქცევას და რიგ შემთხვევაში ემოციებს არანაირი საღი აზრი არ გააჩნია და დამთრგუნველად მოქმედებს ინდივიდზე. ამ ნაწარმოების იდეაც ვფიქრობ რომ, სწორედ ესაა..

  რატომ გადავწვიტე ამ თემაზე პოსტის დაწერა. შესაძლოა შვებულებამ , ვენაში გაშვებულმა ვიტამინების კომპლექსის და გლუკოზის ერთკვირიანმა გადასხმებმა თუ დედას გამოწერილმა და ნაძალადევმა და გაძლიერებულმა კვებამ დამატებით იმოქმედა ასეთ განყობაზე თუმცა რეალური მიზეზი არის ის რომ,ვგრძნობ ნელნელა ვთავისუფლდები  შებოჭილობისგან, საზოგადოებრივი წნეხისგან და კარგი გოგოს იმიჯისგან. მინდა რომ მე მიმიღოს საზოგადოებამ ისეთი როგორიც ვარ და არა პირიქით.უფრო სწორად მივიღოთ ერთმანეთი ისეთები როგორებიც ვართ. და აზრი იმისა რომ შესაძლებელია გავლენებისგან გათავისუფლება აშკარად დადებითად მოქმედებს ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

  დილით როცა სამსახურში , სამზარეულოში ყავას ვსვამდი და გემრიელად მივირთმევდი უზარმაზარ ჰამბურგერს ჩემს ერთ თანამშრომელს გაუკვირდა ჩემი  მდგომარეობა  "ანა მე მახსოვს შენ ბოლო დროს ცოტას ჭამდი და რა დაგემართა"?? პასუხი მარტივია:  მადა განწყობის პროპორციულია.

   საბოლოო წვეთი და კომპიუტერის ხელში აღება და ამ თემაზე პოსტის დაწერა მაიძულა ჩემი დის შეკითხვაამ.გუშინ საღამოს  უჩვეულოდ ლაღმა განწყობამ და ენაწყლიანობამ მასში ინტერესი გამოიწვია.

- ანუკა დამამშვიდებლებს ისევ სვამ?
- არა დადა.
- კარგი...... ნესვს დაგიჭრი , შეჭამ?
- მიდი
10 წუთის შემდეგ
-  მე გავედი.  შუქი ჩაგიქრო?
- მე თვითონ.ჯერ არა, რაღაცას ვწერ.
- კარგი მე წავედი.
- კარგი დადა.
ასეც ხდება ხოლმე.
დასასრული

არჩევანი : წინდა თუ წიგნები

    თავს ინტელექტუალურ გოგოდ ვთვლიდი. უამრავი კომპლექსი  და საშინელი პერფექციონიზმი მაწუხებდა...
    მოკლედ, ბავშვობაში არ წამიკითხავს "ჰარი პოტერი". რადგან ვთვლიდი, რომ იმაზე მაღალი ინტელექტი მქონდა ვიდრე ჯოან როულინგის წიგნების მკითხველ გოგონებს შესაძლოა ქონოდათ.
     ამასწინათ გადავაწყდი ასეთ ნაწყვეტს ჰარი პოტერიდან.
    სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდონს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში... და რას პასუხობს  ჰოგვორტსის დირექტორი და ერთერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?
        "აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინდამაინც წიგნი მაჩუქოს"
       ქვემოთ მოყვებოდა განხილვა რომ ამ საკითხს თუ ფილოსოფიურად მივუდგებოდით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვის და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთო. რაღა დავმალო და აბსოლიტურად ვეთანხმები ავტორს. ჩემი ყველაზე საყვარელი საჩუქარი არის დათუნია, რომელიც ბავშვობაში მაჩუქეს და ზრუნვასთა მეტად ასოცირდება ვიდრე წიგნების ტომეულები. ეს ყველაფერი კი დიდობაში გავიაზრე. სულ ახლახან...
      ვიხსნი სქელ სათვალეს (რასაც სულ ცოტა ხნის წინ პიროვნულ მიღწევად ვთვლიდი) და  ვხვდები რომ ის თითქმის არაფერს ნიშნავს ჩემთვის. მოკლედ წინდას ვირჩევ ;)
      ვდგები დილით და ვეხუტები მძინარე დას. ვეუბნები რომ ვგიჟდები მასზე. სიმართლეს ვეუბნები. ის ძილბურანში ახერხებს გაიღიმოს და ბედნიერი სახით გადაბრუნდეს მეორე მხარეს. რა საყვარლობაა :) :)
     დღევანდელი დღე დაიწყო ეგრე.უდარდელად და ბედნიერად.დაე ხვალ იყოს ხვალ:)
 დასასრული

Tuesday, July 14, 2015

უდარდელობა ანუ პირველი ნაბიჯი

                 
      პარკში ვიჯექი და ვისვენდი. თავი დაქალის კალთაში მედო და ვუყურებდი წარმოსახვით ღრუბლებს. იმიტომ რომ , ღრუბლები არ იყო ცაზე. მე კიდე ღრუბლიანი ცა მიყვარს. ღრუბლიან ცას რომ უყურებ და მზეს რომ წარმოიდგენ სასიამოვნო გრძნობაა. ამჯერად ცა უღრუბლო და მზიანი იყო და მე არ შემეძლო ეგრე მარტივად წარმომედგინა მზე. ამიტომ ვუყურებდი მზიან ცას წარმოვიდგენდი ღრუბლიან ცას და წარმოსახვაში წარმოვიდგენდი მზეს ღრუბლიან ცაზე. მოკლედ..
 ყველაფერი კი დაიწყო ასე... ნუ დიდი ხანია დაიწყო მაგრამ დღეს დაიწყო ეგრე...
    მთელი დღეა ვცდილობდი ცუდ ხასიათზე დავმდგარიყავი და თითქმის მოვახერხე რომ გამახსენდა ნაწყვეტი ჩემი საყვარელი წიგნიდან.....
მოკლედ როგორც ხდება google + (Ctrl + c) + ( Ctrl+ v) 

.. პეპი ბავშვებს ბაღში დახვდა. ძველი დაჟანგული წურწურათი შემოდგომის უკანასკნელ მიმჭკნარ ყვავილებს რწყავდა. იმ დილით წვიმა ცრიდა, ამიტომ ტომის გაუკვირდა: წვიმაში ყვავილებს ვინ რწყავსო!
- შენ რა გენაღვლება, - გაუწყრა პეპი, - მე იქნებ მთელი ღამე არ მეძინა იმის ოცნებაში, როგორ მოვრწყავდი დილით ყვავილებს. ხომ არა გგონია ამ ქეციანი წვიმისთვის ჩემს ოცნებას არ ავისრულებ? არა! ეს არ მოხდება... "

   და ჰოი საოცრებავ ვიაზრებ რომ პარკში ვზივარ უდარდელად, დაქალის კალთაში მიდევს თავი და სავსე ვარ უდარდელობით. ვოცნებობ ღრუბლიან ცაზე და ოცნების ოცნებაში  წამოსახვით მზეზე. და ახლა ვწერ პოსტს. პირველად ცხოვრებაში. მოკლედ ეგრეც ხდება.
 დასასრული.