Wednesday, July 15, 2015

ჩემი ნაღვლიანი სახე ანუ უსარგებლო საზოგადოებრივი კანონები

    ჰაინრიხ ბიოლი სკოლის ასაკში გავიცანი. ასე მერვე კლასში ვიქნებოდი. მაგ დროს უკვე თვითონ კარგა ხნის გარდაცვლილი იყო.მაინც გავუგეთ ერთმანეთს. გავუგეთ რა, მე გავუგე. მერე კიდევ უფრო ახლოს გავიცანი შარშან თუ შარშანწინ, ან იმის წინ. მოკლედ აღარ მახსოვს როდის ან რა მნიშვნელობა აქვს. სიმართლე ისაა რომ, მისი ბოლო ნაწარმოები უფრო მომეწონა. ისე არც ვიცი როდის დაწერა. თან არც მაინტერესებს. მოკლედ თარიღებთან და ციფრებთან არ ვმეგობრობ ამ ბოლო დროს. ისა დააა...

   დიდი ნაწარმოები არაა მაგრამ მაინც ვჭრი ნაწარმოებს, ვაქუცმაცებ ისე რომ ამ პოსტშიც ჩაეტიოს, არ იყოს მოსაწყენი და დედააზრიც არ დაიკარგოს.

-რა­ტომ! – კი­დევ ერთხელ ვკითხე
- არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვალ­დე­ბუ­ლი ხართ, რომ ბედ­ნი­ე­რი იყ­ოთ.
შე­ვე­დით თით­ქ­მის ცა­რი­ელ ოთ­ახ­ში, სა­დაც იდ­გა მხო­ლოდ სა­წე­რი მა­გი­და ტე­ლე­ფო­ნით და ორი სა­ვარ­ძე­ლი. მე შუა ოთ­ახ­ში და­მა­ყუ­დეს; პო­ლი­ცი­ელ­მა ჩაფხუ­ტი მო­ი­ხა­და და დაჯ­და. ჯერ ხმას არ­ა­ვინ იღ­ებ­და, არ­ა­ფე­რი ხდე­ბო­და; ის­ი­ნი ყო­ველ­თ­ვის ასე იქ­ცე­ვი­ან; ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლია; ვგრძნობ­დი, თან­და­თან რო­გორ ჩა­მიც­ვივ­და ლო­ყე­ბი, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მში­ე­რი, იმ ნაღ­ვ­ლი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი კვა­ლიც კი გა­მიქ­რა, რად­გან ვი­ცო­დი, ჩე­მი საქ­მე წა­სუ­ლი იყო.
- მა­შინ­დე­ლი ბრალ­დე­ბა!
- ბედ­ნი­ე­რი სა­ხე.
ერთ­მა­ნეთს გა­და­ხე­დეს.
- აგ­ვიხ­სე­ნით, – მითხ­რა უფ­როს­მა.
- მა­შინ, – ვუთხა­რი, – ერთ პო­ლი­ცი­ელს თვალ­ში ეცა ჩე­მი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე, იმ დღეს, რო­ცა ნაბ­რ­ძა­ნე­ბი იყო სა­ყო­ველ­თაო გლო­ვა – შე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს.
- სას­ჯე­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა!
- ხუ­თი..
შემ­დეგ უფ­რო­სი დამ­კითხ­ვე­ლი ად­გა, ჩემ­ს­კენ წა­მო­ვი­და და სა­მი წი­ნა კბი­ლი ჩა­მიმ­ტ­ვ­რია: ეს იყო ნი­შა­ნი იმ­ი­სა, რომ რე­ცი­დი­ვის­ტის იარ­ლი­ყი უნ­და მო­ეკ­რათ, გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მა, რა­საც არ ვე­ლო­დი.
და მათ მო­მი­სა­ჯეს ათი წე­ლი ჩე­მი ნაღ­ვ­ლი­ა­ნი სა­ხის გა­მო. ახ­ლა კი უნ­და ვე­ცა­დო, სა­ერ­თოდ აღ­არ მქონ­დეს სა­ხე, თუ გა­ვუ­ძე­ლი ათი წე­ლი ამ სა­ყო­ველ­თაო ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და საპ­ნის ხა­ნას…

     მოკლედ ბიოლი შეეცადა გაზვიადებულად გადმოეცა საზოგადოების გავლენა ადამიანზე. საპატიმრო , 10 წელი , ჩამტვრეული კბილები მხოლოდ  ნაღვლიანი სახის გამო ცოტათი დაუჯერებელია, თუმცა მეორე მხრივ ემოცია და შებოჭილობა, რომელსაც სოციალური აზრი იწვევს ადამიანში  მეტად დამთრგუნველია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი სადამსჯელო ქმედებები.

      ადამიანი არის სოციალური არსება. ჩვენ ვცხოვრობთ ინდივიდუალურობის შენარჩუნების და  მეორე მხრივ სოციუმისადმი დამორჩილების მოთხოვნილებებით. ერთი მხრივ ჩავდივართ სიგიჟეებს და ვცდილობთ ვიყოთ განსხვავებულები, დავიკმაყოფილოთ საკუთარი ეგო, გავამართლოთ საკუთარი არსებობა,მეორე მხრივ გვსურს ვიყოთ მოქცეული გარკვეულ ჩარჩოებში რაც თითქმის კლავს  ანარქიის შიშს,რომელიც თავის მხროვ გამოწვეულია სიკვდილის შიშით. ეგ კი იმდენად დიდი თემაა და იმდენად ჩემია რომ ცალკე პოსტი უნდა დავწერო აუცილებლად.

  ვაგრძელებ. თუმცა ზოგჯერ საზოგადოებრივი  ნორმებს, რომლებიც მართავენ ადამიანების ქცევას და რიგ შემთხვევაში ემოციებს არანაირი საღი აზრი არ გააჩნია და დამთრგუნველად მოქმედებს ინდივიდზე. ამ ნაწარმოების იდეაც ვფიქრობ რომ, სწორედ ესაა..

  რატომ გადავწვიტე ამ თემაზე პოსტის დაწერა. შესაძლოა შვებულებამ , ვენაში გაშვებულმა ვიტამინების კომპლექსის და გლუკოზის ერთკვირიანმა გადასხმებმა თუ დედას გამოწერილმა და ნაძალადევმა და გაძლიერებულმა კვებამ დამატებით იმოქმედა ასეთ განყობაზე თუმცა რეალური მიზეზი არის ის რომ,ვგრძნობ ნელნელა ვთავისუფლდები  შებოჭილობისგან, საზოგადოებრივი წნეხისგან და კარგი გოგოს იმიჯისგან. მინდა რომ მე მიმიღოს საზოგადოებამ ისეთი როგორიც ვარ და არა პირიქით.უფრო სწორად მივიღოთ ერთმანეთი ისეთები როგორებიც ვართ. და აზრი იმისა რომ შესაძლებელია გავლენებისგან გათავისუფლება აშკარად დადებითად მოქმედებს ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

  დილით როცა სამსახურში , სამზარეულოში ყავას ვსვამდი და გემრიელად მივირთმევდი უზარმაზარ ჰამბურგერს ჩემს ერთ თანამშრომელს გაუკვირდა ჩემი  მდგომარეობა  "ანა მე მახსოვს შენ ბოლო დროს ცოტას ჭამდი და რა დაგემართა"?? პასუხი მარტივია:  მადა განწყობის პროპორციულია.

   საბოლოო წვეთი და კომპიუტერის ხელში აღება და ამ თემაზე პოსტის დაწერა მაიძულა ჩემი დის შეკითხვაამ.გუშინ საღამოს  უჩვეულოდ ლაღმა განწყობამ და ენაწყლიანობამ მასში ინტერესი გამოიწვია.

- ანუკა დამამშვიდებლებს ისევ სვამ?
- არა დადა.
- კარგი...... ნესვს დაგიჭრი , შეჭამ?
- მიდი
10 წუთის შემდეგ
-  მე გავედი.  შუქი ჩაგიქრო?
- მე თვითონ.ჯერ არა, რაღაცას ვწერ.
- კარგი მე წავედი.
- კარგი დადა.
ასეც ხდება ხოლმე.
დასასრული

No comments:

Post a Comment