Friday, July 17, 2015

ზოგადი განათლება

 თემა რომელიც მაწუხებს.
     დღეს, დროის მოცემულ მომენტში მაწუხებს კითხვა რა ჯანდაბად მინდოდა ამდენი სწავლა და ამდენი განათლება. დოსტოევსკი , ჰიუგო თუ ჰემინგუეი გარკვეულ ასაკში ჩემი უახლოესი მეგობრები მეგონა. სამყაროს ვუყურებდი დიდი სათვალით და სხვებზე აღმატებული მეგონა საკუთარი თავი.
   მეგონა რომ მეტი ვიყავი სხვებზე რადგან "კაცი რომელიც იცინის"  წაკითხული მქონდა 12 წლის ასაკში(ნეტავ ვიცოდე რა გავიაზრე მაშინ. მეცინება), ბალზაკი, ბულგაკოვი , ტოლსტოი, შექსპირის პიესები ადრეულ ასაკში წავიკითხე.რადგან როგორც მინიმუმ 3 წლით ვუსწრებდი ჩემს თანატოლებს თუნდაც იმიტომ რომ დედა რეპეტიტორი მყავდა და   ქართული პროზა რომელიც  უნდა წამეკითხა აბიტურიენტობის დროს ბევრად ადრე მქონდა წაკითხული. ზოგჯერ ვფიქრობ რა გავიაზრე როცა დიდი გატაცებით ვკითხულობდი "გოეთეს საუბრები ეკერმანთან". ახლა ვფიქრობ რომც არც არაფერი.
    შოკი მივიღე როცა გავიგე რომ "მოხუცი და ზღვის ავტორი გარდაიცვალა თვითმკვლელობით.დეგენერატი ნუუუ..  ჰემინგუეი მე შენგან ამას არ ველოდი :D :D
რაში გამოვიყენებ დისპერსიას ან დიფ განტოლებებს რომელიც ასე უმოწყალოდ მასწავლეს სტუდენტობის დროს.
ზოგჯერ მსგავსი პესიმისტური განწყობის შემდეგ ვიწყებ საკუთარი განვლილი ცხოვრების და შესაბამისად ზოგადი განათლების გამართლებას.
ცოტა სერიოზულად.
 სამწუხარო ფაქტი.დღეს შეინიშნება თანამედროვე ახალგაზრდების შემდეგი მიდგომა. რაში გამოვიყენებ ზოგად განათლებას.
   ვაღიაროთ, მეცნიერებაში შეინიშნება ვიწრო სპეციალობებად დიფერენცირების გამოკვეთილი ტენდენცია.აუცილებელიც კია მოიძებნოს გზები ვიწრო სპეციალიზაციის თანამდევი პრობლემების დასაძლევად.
       ჩვენი 21-ე საუკუნე მოწმეა მიღწევების რომელიც სწორედ დისწიპლინათა შორის ბარიერების რღევევის შედეგადაა მიღწეული.მრავალი მიღწევა  თანამედროვე მედიცინაში მიღებულია ამ დარგებში მათემატიკისა და ფიზიკის ინტეგრაციის შედეგად.თუნდაც პირად მაგალითზე ,მახსოვს როგორ ამაყობდა  ჩემი ლოგიკის ლექტორი რომ დაეხმარა თავის გამომძიებელ ძმას ჩაეტარებინა საკმაოდ რთული გამოძიება და გაეხნა "საქმე".
     ასევე, ზოგადი განათლება , ინფორმაციის ქონა, მასებთან ურთიერთობას ქმნის უფრო მარტივს. აუცილებელია იმ ელემანტარული ცოდნის მოპოვება რომელიც საერთო იქნება საზოგადოებისთვის. რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს მარტივად მოახერხოს მასასთან კომუნიკაცია.რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და იყოს უფრო მეტად რეალიზებული პიროვნება.
    მოდით წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი - ერთი ვიწრო ჭას თხრის მეორე- ფართო ორმოს. ცხადია თუკი ორივე პიროვნებას მივცემთ ერთსა და იმავე დროს ფართო ორმო ვერ იქნება ისეთი ღრმა როგორიც ჭა მაგრამ ჭიდან მოგეხსენებათ , სამყაროს მხოლოდ მცირე  ნაგლეჯი ჩანს და რაგინდ კარგი ასტრონომები არ უნდა ისხდენენ ღრმად გათხრილ ჭებში,მსგავს პირობებში ერთნანეთთან კომუნიკაციის გარეშე რთულია ცის ერთიანი სურათის წარმოდგენა.
ეგაა და ეგ.
     დროის მოცემულ მონაკვეთში მომინდა პოსტის დაწერა.მართალია სრულად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი შეხედულება, ცოტათი არეულ დარეულია ისევე როგორც ჩემი ფიქრები თუმცა ეს არის თემა, რომელიც მაწუხებს და  რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდები.
დასასრული.
 
 

No comments:

Post a Comment