- გამარჯობა ანა.
გავხედე.საკუთარი სუნთქვა შევისუნთქე არაა, არ ვარ მთვრალი. თვალები მოვიფშვნიტე. არა, ნამდვილად შავკაპიშონიანი, გაფითრებული მამაკაცი მიდგას წინ. ეს ცელიც რომ დაუკავებია. აშკარაა საგანგებოდაა მომზადებული.
- ჰელოუნისთვის ვემზადებით? _ შევეცადე იუმორი ჩამერთო
- არა.რა დროს ჰელოუინია. ეგ ჩემი ფორმაა.
- ფორმა არა იის. შენაც სიკვდილი არ მყავდე :D - ხავსს ვებღაუჭები.
- დასანანია - რატომღაც დანაღვლიანდა
- რა?
- კარგი გოგო ხარ. თან იუმორიც გქონია.
- დასანანი რატომაა?
- იმიტომ რომ არ მინდა შენი მოკვლა. იქით მოგწყინდება.
- თქვენ მართლა სიკვდილი ხართ?- წამწამები ავახამხამე.
- თუ და ხარ თქვენობით ნუ მელაპარაკები. იმხელა გზა მაინც ერთად უნდა გავიაროთ და კომუნიკაციაში ხელს შეგვიშლის.
- მე მე მე....
- ბე ბე ბე - გამომაჯავრა....
შერლოკი გამოდის მალე და სიკვდილისთვის ნამდვილად არ მცხელა. 2 წელია მინიონებს და შერლოკს ველოდები.თან ახლგაზრდა ვარ და ცხოვრება წინ მაქ.არაა, აშკარად ადრეა ჯერ
- უი როდის გამოდის? - დაინტერესდა სიკვდილი. ალბათ ხმამაღლა ვფიქრობდი
- მალე...
- მოუთმენლად ველოდები- აცქმუტდა
- მისმინე არ წამიყვანო და გპირდები მოგიყვები.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა. მაგრამ მერე ისე მოიწყინა.
- არ არ შეიძლება. საყვედურს მეტყვიან.
- შენ ვინ რა უნდა გითხრას სიკვდილი ხარ!
- ხო მაგრამ... -შევატყვე შექება ესიამოვნა. მაგრამ ჭოჭმანობდა . ახლა თუ სასწრაფოდ ვერ გადავაფიქრებინე მერე მეყოლე კარგად. ჰაიდაა. ამომიდებს იღლიაში და უკუნეთში გამაქანებს.
- სიკვდილი ხარ და ვერაფერსაც გაგიბედავენ.ბოლობოლო სიკვდილი ხარ თუ ვინ ხარ!!!!
- ხო რავიცი
-ცოტა თავი დაიფასე კაცი არა ხარ?!!!!- ტონს ავუწიე
- კარგი კარგი. ეგრე იყოს. ანუ ამხელა გზა ტყუილ უბრალოდ გამოვიარეე- აწუწუნდა ბავშვივით.
- არა უშავს,ჯერ ახალგაზრდა ხარ ახლა გაქვს ჯანი თორემ რომ დაბერდები მოვა სიკვდილი და მეყოლე კარგად- გავეხუმრე.
- ეეხ ნუ მახსენებ თუ და ხარ. რაც თავი მახსოვს სულ სიკვდილის შიში მაქვს. მოიბუზა,რაღაცნაირად დაპატარავდა და დაუცველი გახდა.
- კარგი ნუ გეშინია. რა მოგივიდა. - საოცრად მომინდა დამემშვიდებინა. მივედი და მაგრად ჩაავეხუტე.
ესიამოვნა. ნელნელა სუნთქვა დაუმშვიდდა , გულისცემა უფრო ნელი გაუხდა, გათბა და წარმოიდგინეთ ლოყებიც კი აუწითლდა. მადლიანი თვალებით ამომხედა. აშკარად დიდი თვალები აქვს.შიშის არ იყოს :))))))))))
- აი ეგრე. ახლა კი წადი. ნუ მაცდენ ისედაც ცოტა დრო მაქვს- შევეცადე კატეგორიული ვყოფილიყავი რომ გადაწყვეტილება არ შეეცვალა.
- ხო რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა- უხერხულად შეიშმუშნა და ცალყბად გაიღიმა. - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მობრუნდა .
- მადლობა ანა
- რისი მადლობა. ეგ არაფერი :) წადი ახლა, მოუსვი.- ხმაში სიმკაცრე გამოვურიე.
- კარგი კარგი.... -შებრუნდა და ფეხს აუჩქარა. ერთი ორჯერ გრძელ კაპიშონიან მოსასხამს ფეხი დაადგა და წაიბორძიკა. კინაღამ ტვინი დაასხა. გამეცინა არც ისე საშიში ყოფილათქო გავიფიქრე და გავაგრძელე კარტოფილის თლა.
დასასრული
No comments:
Post a Comment