Wednesday, July 15, 2015

არჩევანი : წინდა თუ წიგნები

    თავს ინტელექტუალურ გოგოდ ვთვლიდი. უამრავი კომპლექსი  და საშინელი პერფექციონიზმი მაწუხებდა...
    მოკლედ, ბავშვობაში არ წამიკითხავს "ჰარი პოტერი". რადგან ვთვლიდი, რომ იმაზე მაღალი ინტელექტი მქონდა ვიდრე ჯოან როულინგის წიგნების მკითხველ გოგონებს შესაძლოა ქონოდათ.
     ამასწინათ გადავაწყდი ასეთ ნაწყვეტს ჰარი პოტერიდან.
    სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდონს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში... და რას პასუხობს  ჰოგვორტსის დირექტორი და ერთერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?
        "აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინდამაინც წიგნი მაჩუქოს"
       ქვემოთ მოყვებოდა განხილვა რომ ამ საკითხს თუ ფილოსოფიურად მივუდგებოდით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვის და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთო. რაღა დავმალო და აბსოლიტურად ვეთანხმები ავტორს. ჩემი ყველაზე საყვარელი საჩუქარი არის დათუნია, რომელიც ბავშვობაში მაჩუქეს და ზრუნვასთა მეტად ასოცირდება ვიდრე წიგნების ტომეულები. ეს ყველაფერი კი დიდობაში გავიაზრე. სულ ახლახან...
      ვიხსნი სქელ სათვალეს (რასაც სულ ცოტა ხნის წინ პიროვნულ მიღწევად ვთვლიდი) და  ვხვდები რომ ის თითქმის არაფერს ნიშნავს ჩემთვის. მოკლედ წინდას ვირჩევ ;)
      ვდგები დილით და ვეხუტები მძინარე დას. ვეუბნები რომ ვგიჟდები მასზე. სიმართლეს ვეუბნები. ის ძილბურანში ახერხებს გაიღიმოს და ბედნიერი სახით გადაბრუნდეს მეორე მხარეს. რა საყვარლობაა :) :)
     დღევანდელი დღე დაიწყო ეგრე.უდარდელად და ბედნიერად.დაე ხვალ იყოს ხვალ:)
 დასასრული

No comments:

Post a Comment