პარკში ვიჯექი და ვისვენდი. თავი დაქალის კალთაში მედო და ვუყურებდი წარმოსახვით ღრუბლებს. იმიტომ რომ , ღრუბლები არ იყო ცაზე. მე კიდე ღრუბლიანი ცა მიყვარს. ღრუბლიან ცას რომ უყურებ და მზეს რომ წარმოიდგენ სასიამოვნო გრძნობაა. ამჯერად ცა უღრუბლო და მზიანი იყო და მე არ შემეძლო ეგრე მარტივად წარმომედგინა მზე. ამიტომ ვუყურებდი მზიან ცას წარმოვიდგენდი ღრუბლიან ცას და წარმოსახვაში წარმოვიდგენდი მზეს ღრუბლიან ცაზე. მოკლედ..
ყველაფერი კი დაიწყო ასე... ნუ დიდი ხანია დაიწყო მაგრამ დღეს დაიწყო ეგრე...
მთელი დღეა ვცდილობდი ცუდ ხასიათზე დავმდგარიყავი და თითქმის მოვახერხე რომ გამახსენდა ნაწყვეტი ჩემი საყვარელი წიგნიდან.....
მოკლედ როგორც ხდება google + (Ctrl + c) + ( Ctrl+ v)
.. პეპი ბავშვებს ბაღში დახვდა. ძველი დაჟანგული წურწურათი შემოდგომის უკანასკნელ მიმჭკნარ ყვავილებს რწყავდა. იმ დილით წვიმა ცრიდა, ამიტომ ტომის გაუკვირდა: წვიმაში ყვავილებს ვინ რწყავსო!
- შენ რა გენაღვლება, - გაუწყრა პეპი, - მე იქნებ მთელი ღამე არ მეძინა იმის ოცნებაში, როგორ მოვრწყავდი დილით ყვავილებს. ხომ არა გგონია ამ ქეციანი წვიმისთვის ჩემს ოცნებას არ ავისრულებ? არა! ეს არ მოხდება... "
- შენ რა გენაღვლება, - გაუწყრა პეპი, - მე იქნებ მთელი ღამე არ მეძინა იმის ოცნებაში, როგორ მოვრწყავდი დილით ყვავილებს. ხომ არა გგონია ამ ქეციანი წვიმისთვის ჩემს ოცნებას არ ავისრულებ? არა! ეს არ მოხდება... "
და ჰოი საოცრებავ ვიაზრებ რომ პარკში ვზივარ უდარდელად, დაქალის კალთაში მიდევს თავი და სავსე ვარ უდარდელობით. ვოცნებობ ღრუბლიან ცაზე და ოცნების ოცნებაში წამოსახვით მზეზე. და ახლა ვწერ პოსტს. პირველად ცხოვრებაში. მოკლედ ეგრეც ხდება.
დასასრული.
No comments:
Post a Comment