Sunday, September 13, 2015

ანა, როგორც ასეთი

  დღეს მეგობარი  ვნახე. კარგა ხანია არ მინახავს. მაკში ველოდებოდი და თან ვფიქრობდი.

    ერთი უცნაური თვისება მაქვს. გარკვეულ ადამიანს ამოვიჩემებ და მისით აღფრთოვანება მახასიათებს. აღტაცებით ვსაუბრობ მასზე მგონია რომ უნაკლოა. შემდეგ ვხვდები რომ ჩვეულებრივი მოკვდავია და მასთან ურთიერთობა აღარ მინდა. უნის მეგობარიც არ მყავს. გამომდინარე ჩემი ხასიათიდან. ჰობებიც მალე მბეზრდება. ხან იოგა მიტაცებდა . ხან ცურვა . ხან ტრენაჟორები. ერთი პერიოდი ქარგვა. შემდეგ კინოების ყურება.
 
    ალბერტო მორავიას წიგნი გამახსენდა სახელწოდებით "მოწყენილობა". მთავარ გმირს მობეზრებული აქვს ყველა და ყველაფერი.

       მერე ჩემი მეგობარიც მოვიდა. ვისაუბრეთ. ბიჭია და უკეთ აზროვნებს ვიდრე გოგო.

-შენ სულ ეგრე იქნები .
- რატომ?
- ანა, იმიტომ რომ ბუნება გაქვს დაუდგომელი.ერთ რამეზე ვერ ჩერდები.
- ეს დამღაა?
- შენს შემთხვევაში ხო.

ამას წინათ მარიკამ მირჩია.
"ანა, გაიხსენე უნის მეგობარი ნათია, მერე ხატია მერე ნინო .... კიდე გავაგრძელო??... და  არამარტო მეგობრებზე.ბიჭებზეც რომ ეგეთი დამოკიდებულება გქონდა ხან ერთით აღფრთოვანდებოდი ხან მეორეთი. უახლოვდებოდი. მერე გბეზრდებოდა და ნერვოზდებოდი.მერე ჩაიკეტე და არავინ გინდოდა. შენ თუ ამ თვისებას არ გადაეჩვევი , შენთან ურთიერთიბა ყველას დააფრთხობს. არავის უნდა სათამაშოდ აქციო და მერე მიაგდო. "
   ალბათ ამიტომ გავურბოდი იმ ბიჭებს რომლებსაც მოვწონდი. აღარ ვიძენდი ახლო მეგობრებს.
   ბოლო პერიოდში საკუთარ თავზე ვიწვიე რას ნიშნავს როცა ურთიერთობას შენ ვერ აკონტროლებ  და არ გაძლევენ სადავეებს ხელში. ეს მომენტი უცხო იყო ჩემთვის და დავისტრესე. დავიჯერე რომ არარაობა ვარ. დამემართა ბევრი კომპლექსი. საშინელი სტრესი მივიღე.
    შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი რომ თუ ადამიანთან ურთიერთობა არ განვითარებს და არ გაძლიერებს ე.ი ეს ურთიერთობა უბრალოდ ილუზიაა.

   ახლა ერთი ადამიანი მაქვს ამოჩემებული. გაგიჟებული ვარ და ყველას ვუყვები რომ ჩემზე ნიჭიერი, ძლიერი , თავდაჯერებული, საინტერესო, ნაკითხი პიროვნება აღმოვაჩინე. "იცით განსაკუთრებულად  ლამაზი არ არის მაგრამ იმდენად საიტერესოა რომ ლამაზია ".
"მას იმდენი წიგნი აქვს წაკითხული, ყველაფერი იცის რაც მე ვიცი"
"ჩემზე მაგარი მათემატიკური ტვინი აქვს" . "მას განსხვავებული აზროვნება აქვს"

     ზოგჯერ , როგორც ახლა ამ მომენტში პესიმისტური განწყობა მეუფლება და ვფიქრობ რომ საკუთარ თავს ზღაპარს ვუყვები რომ ვიპოვე ადამიანები რომელიც იმდენად ძლიერი პიროვნებაა რომ ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს
ჩემმა ერთმა მეგობარმა მირჩია.
" ანა, ნუ შექმნი ხატს ნურავისგან. თორემ თაყვანის ცემა მოგიწევს. რაც არ მოგეწონება დამიჯერე".

მჯერა.....











 

Friday, September 11, 2015

მე და მარიკა დღეს

მარიკა ავსებს სივს. კომუნიკაბელურობა, ლიდერობის უნარი, მათემატიკური აზროვნება. უცბათ მე მეკითხება
- ანა, აზროვნების სისხარტე მაქვს?
- არა, ჩლუნგი ხარ
- კაი დავწერ რომ მაქვს . იქ ჩემზე უარესები იქნებიან, ფოთია მაინც 
ხო კარგი წარმოდგენა აქვს ფოთზე.

მარიკა: ქართულ ოცნებას უნდა დამოუკიდებელი ექსპერტი. ვითომ ვერ შევძლებ? 

მარიკა: ანა იცი ყირგიზეთში სწავლის კოორდინატორი უნდათ. 
მე: მერე ? 
მარიკა: რაღაც ტუპერკულიოზის მკურნალობის კლინიკაა.
მე: მერე?
მარიკა: არ მინდა. დამმართებენ რამეს.


მარიკა ათვალიერებს სურათებს
-რას ვგავარ აქ frown ემოცია 
მე: აქ wink ემოცია
-შენ რომ შენ არ იყო გაგისიებდი მაგ თავს.


მარიკა: ანა შეგიძლია სურათი გადამიღო და ფბზე დადო. ნახე რა ვიდზე ვარ.


მარიკა: ანა ქორწილში სუხიშვილების ცეკვა იცი რა ძვირია
მე: მერე ?
მარიკა: რომ დავპატიჟო პროსტა და მერე მუსიკა ჩავურთო? შანსი არაა აცეკვდებიან
სისხლში აქვთ მაგენს.

მარიკა: ანა, ნახე გრანტის არამქონე სტუდენტებს ეროვნული გამოცდების ცენტრი დასაქმებას თავაზობს
მე: ხოო?
მარიკა: ხო. რომ ჩავაბარო და გრანტი არ ავიღო? ჰა?
დღეს ძალიან მონდომებულია

მარიკა: ანა, იცი გორში ერთერთ მაღაზიას სტალინის ფოტო ამშვენებს?
მე: მერე?
მარიკა : არაფერი

მარიკა :ალქაიდა ისლამურ სახელმწიფოს დახმარებას თავაზობს
მე :მერე?
მარიკა: ალაჰ აკბარ


მე და მარიკა ბავშვობაში.




ნუ რა ვქნა. დეგენერატია <3











-

Tuesday, September 1, 2015

ელენ დიჯენესერი. შენ ლესბოსელი ხარ

დღეს გადავაწყდი ელენ დიჯენესერის სტატიას  იარლიყებზე.
იარლიყების პრობლემა ისაა, რომ მათ სტერეოტიპებისკენ მივყავართ, სტერეოტიპებს განზოგადებისკენ, განზოგადებებს ვარაუდებისკენ, ვარაუდებს კი უკან  სტერეოტიპებისკენ.
ელენი წერს
"ერთმა ქალმა არ მკითხა რამდენი კატა მყავდა.
როცა ვუთხარი სამი მყავს მეთქი, პირველი, რაც მომახალა ეს იყო: “ოჰ, შენ ნამდვილი ლესბოსელი ყოფილხარ.”
ჯერ დავფიქრდი. ხო, მართალია. ლესბოსელი ვარ. ეს უკვე დიდი ხნის ფარდაახდილი საიდუმლოა. მაგრამ მერე ისევ დავფიქრდი: დაიცა რა? ეს როდის გახდა სტერეოტიპი? მე მეგონა რომ კატების პატრონები ლესბოსელები კი არა, მარტოსულები იყვნენ. ხედავთ? აი, მორიგი სტერეოტიპი."
ელენ <3
ანა წერს.
ლესბოსელობაზე გამახსენდა მე- 9 თუ მე-10 კლასში ვიყავი როცა მასწავლებელმა შენიშვნა მომცა შენ ლესბოსელი ხარო. შენიშვნა რა ცილი დამწამა. მე რა ვქენი? ტირილი დავიწყე. რადგან ლესბოსელობა ქვეყნის დასასრული მეგონა. ისევ სტერეოტიპები. სულელი ბავშვი. თუ აწი არ შევიცვლები ჯერჯერობით ჰეტეროსექსუალი ვარ.  
მერე ჰიპერაქტიური ვიყავი და რა არ გასვენებსო. დავმუნჯდი და ხმას არ ვიღებდი და რა უცნაური გოგოაო. ახლა სტანდარტული გავხდი და მგონი სამყაროსაც მშვიდად ძინავს . რაღა უჭირს :D 
 დღეს ნაცნობმა მომწერა და მეთქი ლაპარაკი დავიწყე და ტაქსის მძღოლებს და გამვლელ გამომვლელებს ველაპარაკები ვერ მაჩერებენთქო.არადა იარლიყი მქონდა რომ მუნჯი ვარ  გაუკვირდა.

"მარა ვერ გავიგე როგორ იცვლებით ეგრე ... თუ ლაპარაკი არ გიყვართ როგორ იწყებთ მერე grin emoticon

რავი არასდროს მესმოდა ეგ ...

მარა კარგია ... ესეიგი ჰებითების შეცვლა შეგიძლიათ ..."
ადამიანები უცბათ არ იცვლებიან . უბრალოდ იზრდებიან , ზრდასთან ერთად ეცვლებათ წარმოდგენა საგნებზე მოვლენებზე გრძნობებზე პრიორიტეტებზე და აგნებენ საკუთარ გამომხატველობას.

Friday, August 14, 2015

საათს რომ დავხედე 2: 26 AM. მძიმე შეთხვევაა
ისევ ის საშინელი სიზმარი მახსენებს თავს. დღესაც დამესიზმრა და ამიტომაც ვზივარ ახლა კლავიატურასთან და ვაკაკუნებ . რატომ გადავწყვიტე ამ სიზმარზე რაიმეს დაწერა. ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც როგორც პიროვნება განვვითარდები მოცემული პოსტი დამეხმარება უკეთ შევაფასო საკუთარი განვლილი პიროვნება. 
ეს სიზმარი ხშირად მავიწყდება მაგრამ ამ წამს მახსოვს და ვგრძნობ რომ წინაზეც ნანახი მაქვს ბევრჯერ. 
მოკლედ  ვარ ქარაფზე.გადავდივარ ძალიან ვიწრო ბილიკზე. განვლილი გზა იყო ძალიან  მარტივი და ვხედავ რომ ამ პატარა მაგრამ საშინლად სახიფათო მონაკვეთს თუ გავივლი მერე ისევ მშვიდი მონაკვეთი იწყება. საოცრებაა მაგრამ ამ ქარაფზე მოსაჭიდი არის რაღაც ხის მასალები. აი მამამ რომ ფანჯრის რაფა გააკეთა ის ხე. და მასზე დალაგებულია წიგნები. არ მახსოვს ვისთან ერთად გადავდივარ, ვიღაც ახალგაზრდა გოგოა კიდევ  მამაკაცი და კიდევ ვიღაც, წარმოდგენა არ მაქვს ქალია თუ კაცი, რა ასაკისაა მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ ახალგაზრდა მამაკაცია, ვეჭიდები ამ წიგნებს როგორც აი კლდეში გამოშვერილ ქვებს, ფეხქვეშ ბილიკი არც ისე ვიწროა რომ თავბრუ დამეხვეს მაგრამ მაინც მეხვევა რომ წარმოვიდგენ რა სიმაღლზე ვარ. მერე ვგრძნობ ვიქცევი და უნდა გადავიჩეხო. ვეჭიდები და ვგრძნობ ვეცემი და ვეშვები და წიგნები და ეს ხის რაფაც და მასალებიც მომყვება. ახალგაზრდა გოგონა(ამწამს შეგრძნება მაქვს რომ ჩემი და იყო სიზმარში მაგრამ თითქოს სხვა იყო არ ვიცი) მეხმარებიან რომ არ გადავიხეჩო. ჯერ გოგონა ცდილობს მაგრამ არ შეუძლია და წამის მეათასედებში ეხმარება ეს შუა ხნის მამაკაცი.თითქოს შემაკავებენ მაგრამ მაინც მათაც ვიყოლებ ხრამში, მერე ისევ წამოვდგებისაც და ისევ ვკარგავ წონასწორობას, ისევ და ისევ და ესე სანამ შიშით არ მეღვიძება.
არსებობენ ეგეთი ადამიანები სიზმრის ფსიქოლოგები, არ ვიცი რას მეტყვიან ისინი ამ სიზმარზე. არის რამდენიმე სიზმარი რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს და მაშინებს , ეს სიზმარი  ბოლო დროს დამჩემდა.
გამოფხიზლების დროს ძაან შემეშინდა. თან სახლში არავინაა რომ ჩავეხუტო. დადა მაინც იყო მივიდოდი ჩავეხუტებოდი და დავშმვიდდებოდი, არა რა ძაღლი უნდა ვიყიდო და მყავდეს,აუ ახლაც ძაან მეძინება იმედია ისევ შიშით არ გამომეღვიძება, ხვალ შევეცდები ამ სიზმრის ფსიქო ანალიზს..............
დასასრული,




Saturday, August 8, 2015

დედა დღეს იუბილარია

    დღეს არ დავწერ განათლების სისტემაზე, გლობალიზაციაზე, შიშებზე და ასე შემდეგ.
ზოგადად არ მიყვარს პირადი ემოციების და სენტიმენტალურობის გამოხატვები მაგრამ ზოგჯერ როცა სავსე ხარ ემოციურად ვფიქრობ გამონაკლისი უნდა დაუშვა.
საღამოს მე და დედამ ვისეირნეთ ბევრი. ვიყავით შარდენზე . უამრავი ჩახუტებული წყვილი და მე და დედა ერთად. ჩვენც ჩახუტებულები. :) :)

ბავშვობის მოგონებიდან.
დედა ქართულის მასწავლებელია.მოსწავლეებს ამზადებდა. მაშინ ვიყავი 5 წლის.ან შეიძლება 6ის. თემა იყო "თინას დავლური " სადაც ბებია შვილიშვილების გამოსაკვებად ცეკვას დაიწყებს თავადის ზეიმზე და დაიღუპება. მახსოვს ისტერიკა დამემართა . ჯერ აგრესია გამოვხატე და გავაპროტესტე . შემდეგ შევვარდი მაგიდის ქვეშ   და ვტირივარ და ვკივი.შემდეგ მოსწავლეები წავიდნენ და   კარგა ხნის მერე ძალის გამოყენებით გამომიყვანეს მაგიდის ქვეშიდან.
   მეორე ისტერიკა. ლადო ასათიანის ლექსზე დამემართა . ისევ დედას მოსწავლეებთან დამეწყო პანიკა.ლექსს თუ არ ვცდები ერქვა "დედა". ლადოს დედა გადასახლებაში დაეღუპა  და ლექსი იყო მონატრებული შვილის მიერ  დაწერილი. ამჯერადაც აგრესიით გამოვხატე ემოცია.

დედა მერე ამბობდა რომ ვიცოდი კარგი შვილი გაიზრდებოდიო. კარგი შვილი არ გავიზარდე. დედა შეცდა. :)

ერთხელ უცნაური სიზმარი მქონდა. უფრო სწორად სევდიანი.
სახლში ჩავედი. ეზოში ვიყავით სახლის გვერდზე .საათზე დავიხედე და გავიაზრე რომ  20 წუთი მქონდა მხოლოდ და შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში. დავიწყე წუწუნი რომ 20 წუთისთვის ვიმგზავრე 5 საათი და რა აზრი ქონდა ჩემს მასთან სტუმრობას. დედა მეუბნება "შენ არ იცი ეს 20 წუთი რამდენს ნიშნავს ჩემთვისო".შევხედე და შევამჩნიე რომ ცრემლიანი და ნაღვლიანი თვალებით მიცქერდა. სიზმარში ვიგრძენი რომმ ცუდად გავხდი და ცუდად ყოფნისგან გამომეღვიძა. ცხადშიც ცუდად ვიყავი.

    დედა დღეს იუბილარია და ვეკითხები დედა რა გაჩუქო . მისი პასუხია ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე იმ ბოშის ქალისგან შენი თავი რომ მაჩუქა ახალი წლის ღამესო. 
ყოველთვის ვახერხებ დედის გამხიარულებას. მას რომ ვუყურებ ჩემ თავს ვხედავ. უხარია როცა მე მიხარია და სევდიანია როცა მე მოწყენილი ვარ.

   დედა მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყო. ეგოისტურად მინდა რომ ჩემი ბოლო ამოსუნთქვა ნახო შენ და არა პირიქით. მინდა რომ სულ ჯამრთელად იყო. მინდა სულ ისეთი ბედნიერი თვალები გქონდეს როგორიც მაშინ გაქვს მე რომ ვიცინი და მიყურებ.და მე მინდა რომ სულ ვიცინო როცა მიყურებ იმიტომ რომ მიხარია როცა ასეთ ბედნიერს გხედავ. დედა ძალიან მიყვარხარ.

Monday, July 20, 2015

შეხვედრა სიკვდილთან. ეპიზოდი 1

    დღეს სიკვდილი ვნახე. არა, კი არ ვიტყუები მართლა სიკვდილი იყო.თავიდან არ მჯეროდა.კარტოფილს ვთლიდი თავზე რომ დამადგა.
- გამარჯობა ანა.
    გავხედე.საკუთარი სუნთქვა შევისუნთქე არაა, არ ვარ მთვრალი. თვალები მოვიფშვნიტე. არა, ნამდვილად შავკაპიშონიანი, გაფითრებული მამაკაცი მიდგას წინ. ეს ცელიც რომ დაუკავებია. აშკარაა საგანგებოდაა მომზადებული.
- ჰელოუნისთვის ვემზადებით? _ შევეცადე იუმორი ჩამერთო
- არა.რა დროს ჰელოუინია. ეგ ჩემი ფორმაა.
- ფორმა არა იის. შენაც სიკვდილი არ მყავდე :D -  ხავსს ვებღაუჭები.
- დასანანია - რატომღაც დანაღვლიანდა
- რა?
- კარგი გოგო ხარ. თან იუმორიც გქონია.
- დასანანი რატომაა?
- იმიტომ რომ არ მინდა შენი მოკვლა. იქით მოგწყინდება.
- თქვენ მართლა სიკვდილი ხართ?- წამწამები ავახამხამე.
- თუ და ხარ თქვენობით ნუ მელაპარაკები. იმხელა გზა მაინც ერთად უნდა გავიაროთ და კომუნიკაციაში ხელს შეგვიშლის.
- მე მე მე....
- ბე ბე ბე - გამომაჯავრა.... 
  შერლოკი გამოდის მალე და სიკვდილისთვის ნამდვილად არ მცხელა. 2 წელია მინიონებს და შერლოკს ველოდები.თან ახლგაზრდა ვარ და ცხოვრება წინ მაქ.არაა, აშკარად ადრეა ჯერ
- უი როდის გამოდის? - დაინტერესდა სიკვდილი. ალბათ ხმამაღლა ვფიქრობდი
- მალე...
- მოუთმენლად ველოდები- აცქმუტდა 
- მისმინე არ წამიყვანო და გპირდები მოგიყვები. 
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა. მაგრამ მერე ისე მოიწყინა.
- არ არ შეიძლება. საყვედურს მეტყვიან.
- შენ ვინ რა უნდა გითხრას სიკვდილი ხარ!
- ხო მაგრამ... -შევატყვე შექება ესიამოვნა. მაგრამ ჭოჭმანობდა . ახლა თუ სასწრაფოდ ვერ გადავაფიქრებინე მერე მეყოლე კარგად. ჰაიდაა. ამომიდებს იღლიაში და უკუნეთში გამაქანებს.
- სიკვდილი ხარ და ვერაფერსაც გაგიბედავენ.ბოლობოლო სიკვდილი ხარ თუ ვინ ხარ!!!!
 - ხო რავიცი
-ცოტა თავი დაიფასე კაცი არა ხარ?!!!!- ტონს ავუწიე
- კარგი კარგი. ეგრე იყოს. ანუ ამხელა გზა ტყუილ უბრალოდ გამოვიარეე- აწუწუნდა ბავშვივით.
- არა უშავს,ჯერ ახალგაზრდა ხარ ახლა გაქვს ჯანი თორემ რომ დაბერდები მოვა სიკვდილი და მეყოლე კარგად- გავეხუმრე.
- ეეხ ნუ მახსენებ თუ და ხარ. რაც თავი მახსოვს სულ სიკვდილის შიში მაქვს. მოიბუზა,რაღაცნაირად დაპატარავდა და დაუცველი გახდა.
- კარგი ნუ გეშინია. რა მოგივიდა.  - საოცრად მომინდა დამემშვიდებინა. მივედი და მაგრად ჩაავეხუტე.
 ესიამოვნა. ნელნელა სუნთქვა დაუმშვიდდა , გულისცემა უფრო ნელი გაუხდა, გათბა და წარმოიდგინეთ ლოყებიც კი აუწითლდა. მადლიანი თვალებით ამომხედა. აშკარად დიდი თვალები აქვს.შიშის არ იყოს :))))))))))
- აი ეგრე. ახლა კი წადი. ნუ მაცდენ ისედაც ცოტა დრო მაქვს- შევეცადე კატეგორიული ვყოფილიყავი რომ გადაწყვეტილება არ შეეცვალა.
- ხო რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა- უხერხულად შეიშმუშნა და ცალყბად გაიღიმა. - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მობრუნდა .
- მადლობა ანა
- რისი მადლობა. ეგ არაფერი :) წადი ახლა, მოუსვი.- ხმაში სიმკაცრე გამოვურიე.
- კარგი კარგი.... -შებრუნდა და ფეხს აუჩქარა. ერთი ორჯერ გრძელ კაპიშონიან მოსასხამს ფეხი დაადგა და წაიბორძიკა. კინაღამ ტვინი დაასხა. გამეცინა არც ისე საშიში ყოფილათქო გავიფიქრე და გავაგრძელე კარტოფილის თლა.
 დასასრული



Friday, July 17, 2015

ზოგადი განათლება

 თემა რომელიც მაწუხებს.
     დღეს, დროის მოცემულ მომენტში მაწუხებს კითხვა რა ჯანდაბად მინდოდა ამდენი სწავლა და ამდენი განათლება. დოსტოევსკი , ჰიუგო თუ ჰემინგუეი გარკვეულ ასაკში ჩემი უახლოესი მეგობრები მეგონა. სამყაროს ვუყურებდი დიდი სათვალით და სხვებზე აღმატებული მეგონა საკუთარი თავი.
   მეგონა რომ მეტი ვიყავი სხვებზე რადგან "კაცი რომელიც იცინის"  წაკითხული მქონდა 12 წლის ასაკში(ნეტავ ვიცოდე რა გავიაზრე მაშინ. მეცინება), ბალზაკი, ბულგაკოვი , ტოლსტოი, შექსპირის პიესები ადრეულ ასაკში წავიკითხე.რადგან როგორც მინიმუმ 3 წლით ვუსწრებდი ჩემს თანატოლებს თუნდაც იმიტომ რომ დედა რეპეტიტორი მყავდა და   ქართული პროზა რომელიც  უნდა წამეკითხა აბიტურიენტობის დროს ბევრად ადრე მქონდა წაკითხული. ზოგჯერ ვფიქრობ რა გავიაზრე როცა დიდი გატაცებით ვკითხულობდი "გოეთეს საუბრები ეკერმანთან". ახლა ვფიქრობ რომც არც არაფერი.
    შოკი მივიღე როცა გავიგე რომ "მოხუცი და ზღვის ავტორი გარდაიცვალა თვითმკვლელობით.დეგენერატი ნუუუ..  ჰემინგუეი მე შენგან ამას არ ველოდი :D :D
რაში გამოვიყენებ დისპერსიას ან დიფ განტოლებებს რომელიც ასე უმოწყალოდ მასწავლეს სტუდენტობის დროს.
ზოგჯერ მსგავსი პესიმისტური განწყობის შემდეგ ვიწყებ საკუთარი განვლილი ცხოვრების და შესაბამისად ზოგადი განათლების გამართლებას.
ცოტა სერიოზულად.
 სამწუხარო ფაქტი.დღეს შეინიშნება თანამედროვე ახალგაზრდების შემდეგი მიდგომა. რაში გამოვიყენებ ზოგად განათლებას.
   ვაღიაროთ, მეცნიერებაში შეინიშნება ვიწრო სპეციალობებად დიფერენცირების გამოკვეთილი ტენდენცია.აუცილებელიც კია მოიძებნოს გზები ვიწრო სპეციალიზაციის თანამდევი პრობლემების დასაძლევად.
       ჩვენი 21-ე საუკუნე მოწმეა მიღწევების რომელიც სწორედ დისწიპლინათა შორის ბარიერების რღევევის შედეგადაა მიღწეული.მრავალი მიღწევა  თანამედროვე მედიცინაში მიღებულია ამ დარგებში მათემატიკისა და ფიზიკის ინტეგრაციის შედეგად.თუნდაც პირად მაგალითზე ,მახსოვს როგორ ამაყობდა  ჩემი ლოგიკის ლექტორი რომ დაეხმარა თავის გამომძიებელ ძმას ჩაეტარებინა საკმაოდ რთული გამოძიება და გაეხნა "საქმე".
     ასევე, ზოგადი განათლება , ინფორმაციის ქონა, მასებთან ურთიერთობას ქმნის უფრო მარტივს. აუცილებელია იმ ელემანტარული ცოდნის მოპოვება რომელიც საერთო იქნება საზოგადოებისთვის. რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს მარტივად მოახერხოს მასასთან კომუნიკაცია.რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და იყოს უფრო მეტად რეალიზებული პიროვნება.
    მოდით წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი - ერთი ვიწრო ჭას თხრის მეორე- ფართო ორმოს. ცხადია თუკი ორივე პიროვნებას მივცემთ ერთსა და იმავე დროს ფართო ორმო ვერ იქნება ისეთი ღრმა როგორიც ჭა მაგრამ ჭიდან მოგეხსენებათ , სამყაროს მხოლოდ მცირე  ნაგლეჯი ჩანს და რაგინდ კარგი ასტრონომები არ უნდა ისხდენენ ღრმად გათხრილ ჭებში,მსგავს პირობებში ერთნანეთთან კომუნიკაციის გარეშე რთულია ცის ერთიანი სურათის წარმოდგენა.
ეგაა და ეგ.
     დროის მოცემულ მონაკვეთში მომინდა პოსტის დაწერა.მართალია სრულად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი შეხედულება, ცოტათი არეულ დარეულია ისევე როგორც ჩემი ფიქრები თუმცა ეს არის თემა, რომელიც მაწუხებს და  რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდები.
დასასრული.
 
 

უსათაურო


     არსებობდა ერთი რომელსაც სახელი არ ქონდა. რთულია ილაპარაკო რამეზე, რომელსაც სახელი არ აქვს. მას ნაცვალსახელიც არ ქონდა. იმიტომ რომ სახელი არ ქონდა.
 ნაცვალსახელი ხომ სახელის მაგივრად გამოიყენება. სახელი არ ქონდა. გამოდის ნაცვალსახელიც არ ქონდა. სახელი არ ქონდა არც ნაცვალსახელი არ ქონდა ,გამოდის ვერ აბრუნებდი.  ზმნაც არ ქონდა. იმიტომ რომ კითხვას ვერ დაუსვამდი. აი მაგალითად. წავიდა. კითხვა ვინ წავიდა? მაგრამ ნაცვალსახელი არ აქვს და "ვინ" არ შეიძლება. ანუ გამოდის ზმნაც არ ქონდა.ზმნა არ ქონდა ანუ ქმედებაც არ ქონდა.ქმედება არ ქონდა ანუ არ არსებობდა. მოკლედ თავიდან... სახელი არ აქვს, ნაცვალსახელი არ აქვს, ქმედება არ აქვს, ანუ არ არსებობდა.
     მოკლედ არსებობდა რაღაც რომელიც არ არსებობდა.
დასასრული.

Wednesday, July 15, 2015

ჩემი ნაღვლიანი სახე ანუ უსარგებლო საზოგადოებრივი კანონები

    ჰაინრიხ ბიოლი სკოლის ასაკში გავიცანი. ასე მერვე კლასში ვიქნებოდი. მაგ დროს უკვე თვითონ კარგა ხნის გარდაცვლილი იყო.მაინც გავუგეთ ერთმანეთს. გავუგეთ რა, მე გავუგე. მერე კიდევ უფრო ახლოს გავიცანი შარშან თუ შარშანწინ, ან იმის წინ. მოკლედ აღარ მახსოვს როდის ან რა მნიშვნელობა აქვს. სიმართლე ისაა რომ, მისი ბოლო ნაწარმოები უფრო მომეწონა. ისე არც ვიცი როდის დაწერა. თან არც მაინტერესებს. მოკლედ თარიღებთან და ციფრებთან არ ვმეგობრობ ამ ბოლო დროს. ისა დააა...

   დიდი ნაწარმოები არაა მაგრამ მაინც ვჭრი ნაწარმოებს, ვაქუცმაცებ ისე რომ ამ პოსტშიც ჩაეტიოს, არ იყოს მოსაწყენი და დედააზრიც არ დაიკარგოს.

-რა­ტომ! – კი­დევ ერთხელ ვკითხე
- არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვალ­დე­ბუ­ლი ხართ, რომ ბედ­ნი­ე­რი იყ­ოთ.
შე­ვე­დით თით­ქ­მის ცა­რი­ელ ოთ­ახ­ში, სა­დაც იდ­გა მხო­ლოდ სა­წე­რი მა­გი­და ტე­ლე­ფო­ნით და ორი სა­ვარ­ძე­ლი. მე შუა ოთ­ახ­ში და­მა­ყუ­დეს; პო­ლი­ცი­ელ­მა ჩაფხუ­ტი მო­ი­ხა­და და დაჯ­და. ჯერ ხმას არ­ა­ვინ იღ­ებ­და, არ­ა­ფე­რი ხდე­ბო­და; ის­ი­ნი ყო­ველ­თ­ვის ასე იქ­ცე­ვი­ან; ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლია; ვგრძნობ­დი, თან­და­თან რო­გორ ჩა­მიც­ვივ­და ლო­ყე­ბი, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მში­ე­რი, იმ ნაღ­ვ­ლი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი კვა­ლიც კი გა­მიქ­რა, რად­გან ვი­ცო­დი, ჩე­მი საქ­მე წა­სუ­ლი იყო.
- მა­შინ­დე­ლი ბრალ­დე­ბა!
- ბედ­ნი­ე­რი სა­ხე.
ერთ­მა­ნეთს გა­და­ხე­დეს.
- აგ­ვიხ­სე­ნით, – მითხ­რა უფ­როს­მა.
- მა­შინ, – ვუთხა­რი, – ერთ პო­ლი­ცი­ელს თვალ­ში ეცა ჩე­მი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე, იმ დღეს, რო­ცა ნაბ­რ­ძა­ნე­ბი იყო სა­ყო­ველ­თაო გლო­ვა – შე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს.
- სას­ჯე­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა!
- ხუ­თი..
შემ­დეგ უფ­რო­სი დამ­კითხ­ვე­ლი ად­გა, ჩემ­ს­კენ წა­მო­ვი­და და სა­მი წი­ნა კბი­ლი ჩა­მიმ­ტ­ვ­რია: ეს იყო ნი­შა­ნი იმ­ი­სა, რომ რე­ცი­დი­ვის­ტის იარ­ლი­ყი უნ­და მო­ეკ­რათ, გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მა, რა­საც არ ვე­ლო­დი.
და მათ მო­მი­სა­ჯეს ათი წე­ლი ჩე­მი ნაღ­ვ­ლი­ა­ნი სა­ხის გა­მო. ახ­ლა კი უნ­და ვე­ცა­დო, სა­ერ­თოდ აღ­არ მქონ­დეს სა­ხე, თუ გა­ვუ­ძე­ლი ათი წე­ლი ამ სა­ყო­ველ­თაო ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და საპ­ნის ხა­ნას…

     მოკლედ ბიოლი შეეცადა გაზვიადებულად გადმოეცა საზოგადოების გავლენა ადამიანზე. საპატიმრო , 10 წელი , ჩამტვრეული კბილები მხოლოდ  ნაღვლიანი სახის გამო ცოტათი დაუჯერებელია, თუმცა მეორე მხრივ ემოცია და შებოჭილობა, რომელსაც სოციალური აზრი იწვევს ადამიანში  მეტად დამთრგუნველია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი სადამსჯელო ქმედებები.

      ადამიანი არის სოციალური არსება. ჩვენ ვცხოვრობთ ინდივიდუალურობის შენარჩუნების და  მეორე მხრივ სოციუმისადმი დამორჩილების მოთხოვნილებებით. ერთი მხრივ ჩავდივართ სიგიჟეებს და ვცდილობთ ვიყოთ განსხვავებულები, დავიკმაყოფილოთ საკუთარი ეგო, გავამართლოთ საკუთარი არსებობა,მეორე მხრივ გვსურს ვიყოთ მოქცეული გარკვეულ ჩარჩოებში რაც თითქმის კლავს  ანარქიის შიშს,რომელიც თავის მხროვ გამოწვეულია სიკვდილის შიშით. ეგ კი იმდენად დიდი თემაა და იმდენად ჩემია რომ ცალკე პოსტი უნდა დავწერო აუცილებლად.

  ვაგრძელებ. თუმცა ზოგჯერ საზოგადოებრივი  ნორმებს, რომლებიც მართავენ ადამიანების ქცევას და რიგ შემთხვევაში ემოციებს არანაირი საღი აზრი არ გააჩნია და დამთრგუნველად მოქმედებს ინდივიდზე. ამ ნაწარმოების იდეაც ვფიქრობ რომ, სწორედ ესაა..

  რატომ გადავწვიტე ამ თემაზე პოსტის დაწერა. შესაძლოა შვებულებამ , ვენაში გაშვებულმა ვიტამინების კომპლექსის და გლუკოზის ერთკვირიანმა გადასხმებმა თუ დედას გამოწერილმა და ნაძალადევმა და გაძლიერებულმა კვებამ დამატებით იმოქმედა ასეთ განყობაზე თუმცა რეალური მიზეზი არის ის რომ,ვგრძნობ ნელნელა ვთავისუფლდები  შებოჭილობისგან, საზოგადოებრივი წნეხისგან და კარგი გოგოს იმიჯისგან. მინდა რომ მე მიმიღოს საზოგადოებამ ისეთი როგორიც ვარ და არა პირიქით.უფრო სწორად მივიღოთ ერთმანეთი ისეთები როგორებიც ვართ. და აზრი იმისა რომ შესაძლებელია გავლენებისგან გათავისუფლება აშკარად დადებითად მოქმედებს ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

  დილით როცა სამსახურში , სამზარეულოში ყავას ვსვამდი და გემრიელად მივირთმევდი უზარმაზარ ჰამბურგერს ჩემს ერთ თანამშრომელს გაუკვირდა ჩემი  მდგომარეობა  "ანა მე მახსოვს შენ ბოლო დროს ცოტას ჭამდი და რა დაგემართა"?? პასუხი მარტივია:  მადა განწყობის პროპორციულია.

   საბოლოო წვეთი და კომპიუტერის ხელში აღება და ამ თემაზე პოსტის დაწერა მაიძულა ჩემი დის შეკითხვაამ.გუშინ საღამოს  უჩვეულოდ ლაღმა განწყობამ და ენაწყლიანობამ მასში ინტერესი გამოიწვია.

- ანუკა დამამშვიდებლებს ისევ სვამ?
- არა დადა.
- კარგი...... ნესვს დაგიჭრი , შეჭამ?
- მიდი
10 წუთის შემდეგ
-  მე გავედი.  შუქი ჩაგიქრო?
- მე თვითონ.ჯერ არა, რაღაცას ვწერ.
- კარგი მე წავედი.
- კარგი დადა.
ასეც ხდება ხოლმე.
დასასრული

არჩევანი : წინდა თუ წიგნები

    თავს ინტელექტუალურ გოგოდ ვთვლიდი. უამრავი კომპლექსი  და საშინელი პერფექციონიზმი მაწუხებდა...
    მოკლედ, ბავშვობაში არ წამიკითხავს "ჰარი პოტერი". რადგან ვთვლიდი, რომ იმაზე მაღალი ინტელექტი მქონდა ვიდრე ჯოან როულინგის წიგნების მკითხველ გოგონებს შესაძლოა ქონოდათ.
     ამასწინათ გადავაწყდი ასეთ ნაწყვეტს ჰარი პოტერიდან.
    სილივრუს სარკის წინ მდგომ პროფესორ დამბლდონს ჰარი პოტერი ეკითხება თუ რას ხედავს ის მასში... და რას პასუხობს  ჰოგვორტსის დირექტორი და ერთერთი ყველაზე ძლევამოსილი ჯადოქარი?
        "აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინდამაინც წიგნი მაჩუქოს"
       ქვემოთ მოყვებოდა განხილვა რომ ამ საკითხს თუ ფილოსოფიურად მივუდგებოდით, წიგნს პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, წინდებს კი ზრუნვის და სიყვარულის სიმბოლოდ მივიჩნევთო. რაღა დავმალო და აბსოლიტურად ვეთანხმები ავტორს. ჩემი ყველაზე საყვარელი საჩუქარი არის დათუნია, რომელიც ბავშვობაში მაჩუქეს და ზრუნვასთა მეტად ასოცირდება ვიდრე წიგნების ტომეულები. ეს ყველაფერი კი დიდობაში გავიაზრე. სულ ახლახან...
      ვიხსნი სქელ სათვალეს (რასაც სულ ცოტა ხნის წინ პიროვნულ მიღწევად ვთვლიდი) და  ვხვდები რომ ის თითქმის არაფერს ნიშნავს ჩემთვის. მოკლედ წინდას ვირჩევ ;)
      ვდგები დილით და ვეხუტები მძინარე დას. ვეუბნები რომ ვგიჟდები მასზე. სიმართლეს ვეუბნები. ის ძილბურანში ახერხებს გაიღიმოს და ბედნიერი სახით გადაბრუნდეს მეორე მხარეს. რა საყვარლობაა :) :)
     დღევანდელი დღე დაიწყო ეგრე.უდარდელად და ბედნიერად.დაე ხვალ იყოს ხვალ:)
 დასასრული

Tuesday, July 14, 2015

უდარდელობა ანუ პირველი ნაბიჯი

                 
      პარკში ვიჯექი და ვისვენდი. თავი დაქალის კალთაში მედო და ვუყურებდი წარმოსახვით ღრუბლებს. იმიტომ რომ , ღრუბლები არ იყო ცაზე. მე კიდე ღრუბლიანი ცა მიყვარს. ღრუბლიან ცას რომ უყურებ და მზეს რომ წარმოიდგენ სასიამოვნო გრძნობაა. ამჯერად ცა უღრუბლო და მზიანი იყო და მე არ შემეძლო ეგრე მარტივად წარმომედგინა მზე. ამიტომ ვუყურებდი მზიან ცას წარმოვიდგენდი ღრუბლიან ცას და წარმოსახვაში წარმოვიდგენდი მზეს ღრუბლიან ცაზე. მოკლედ..
 ყველაფერი კი დაიწყო ასე... ნუ დიდი ხანია დაიწყო მაგრამ დღეს დაიწყო ეგრე...
    მთელი დღეა ვცდილობდი ცუდ ხასიათზე დავმდგარიყავი და თითქმის მოვახერხე რომ გამახსენდა ნაწყვეტი ჩემი საყვარელი წიგნიდან.....
მოკლედ როგორც ხდება google + (Ctrl + c) + ( Ctrl+ v) 

.. პეპი ბავშვებს ბაღში დახვდა. ძველი დაჟანგული წურწურათი შემოდგომის უკანასკნელ მიმჭკნარ ყვავილებს რწყავდა. იმ დილით წვიმა ცრიდა, ამიტომ ტომის გაუკვირდა: წვიმაში ყვავილებს ვინ რწყავსო!
- შენ რა გენაღვლება, - გაუწყრა პეპი, - მე იქნებ მთელი ღამე არ მეძინა იმის ოცნებაში, როგორ მოვრწყავდი დილით ყვავილებს. ხომ არა გგონია ამ ქეციანი წვიმისთვის ჩემს ოცნებას არ ავისრულებ? არა! ეს არ მოხდება... "

   და ჰოი საოცრებავ ვიაზრებ რომ პარკში ვზივარ უდარდელად, დაქალის კალთაში მიდევს თავი და სავსე ვარ უდარდელობით. ვოცნებობ ღრუბლიან ცაზე და ოცნების ოცნებაში  წამოსახვით მზეზე. და ახლა ვწერ პოსტს. პირველად ცხოვრებაში. მოკლედ ეგრეც ხდება.
 დასასრული.